Tuesday, November 29, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიახალი ამბები"შენს დედას და მამას, რა დილა გაუთენდათ შვილო" - ლიკანში ბავშვი გარდაიცვალა,...

“შენს დედას და მამას, რა დილა გაუთენდათ შვილო” – ლიკანში ბავშვი გარდაიცვალა, მიზეზი ცნობილია

spot_imgspot_img

ლიკანში მცირეწლოვანი გოგონა გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვს კრუპის შეტევა დაემართა.

გარდაცვლილს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:

“ჩემი ყურადღება შემოდგომის ზეიმზე მიიქცია, უზომოდ საყვარელი მობუთქუნობდა ლამაზად კიკინებით, მოვეფერე, მასთან სიკვდილს რა უნდოდა გამეყინა გული მიყვარხარ ელენე”.

“ჩემო ფერია, ჩემო საყვარულო ბუთკუნა ელენე. თვალებში სულ სიყვარული და სითბო გქონდა, ჩემო პაწაწუნა. როგორ მეწყინა, ჩემო ელენიკო. შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ჩემო ციმციმა, ჩემო ლამაზო და ტკბილო. ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომ მშობლები ვანუგეშო ვაი, შენს დედას და მამას, რა დილა გაუთენდათ შვილო. ნათელში ამყოფოს უფალმა შენი პატარა სული”.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!