კვირა, აპრილი 13, 2025
ფრენები
მთავარიმსოფლიო“მშობლებს ეძინათ…” – ერთი წლის ბავშვი მე-18 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა
თვითფრინავის ბილეთები

“მშობლებს ეძინათ…” – ერთი წლის ბავშვი მე-18 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა

frenis kompensaciafrenis kompensacia

დაუჯერებელი ამბავი მოხდა რამდენიმე წლის წინათ რუსეთში. ნოვოსიბირსკში, ერთი წლის ბიჭი მე-18 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა. დაცემიდან ნახევარი საათის განმავლობაში მიწაზე იწვა, სანამ გამვლელმა, რომელმაც ის შენიშნა, სასწრაფო გამოიძახა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Mash Siberia იტყობინებოდა.

ეს ყველაფერი 2023 წლის  12 ნოემბერს, საღამოს მოხდა. შემთხვევის სავარაუდო ვერსია ასეთია: უფროსებს ეძინათ, ბავშვი მამასთან ერთად საწოლში იწვა, მაგრამ რაღაც მომენტში გაიღვიძა და ფანჯარასთან მივიდა. ბიჭმა ფანჯრის გაღება შეძლო და გარეთ გადავარდა.

ორმა თვითმხილველმა თქვა, რომ მე-18 სართულიდან რაღაც გადმოვარდა, მაგრამ ამ ამბავს მნიშვნელობა არ მიანიჭეს. ვერც გამვლელებმა შეამჩნიეს რამე. საბედნიეროდ, ყურადღებიანი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც ბავშვი იპოვა და დროულად გამოიძახა ექიმები. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ მენჯი ჰქონდა მოტეხილი, ასევე, დაუდგინდა ფილტვებისა და თირკმლის სისხლჩაქცევები. როგორც ექიმები ამბობენ, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით