პარასკევი, მაისი 16, 2025
ფრენები
მთავარიასტროლოგიადღეს ბედი გიკარნახებთ სად და როგორ ეძიოთ პასუხი ზოგ შეკითხვაზე - 16...
თვითფრინავის ბილეთები

დღეს ბედი გიკარნახებთ სად და როგორ ეძიოთ პასუხი ზოგ შეკითხვაზე – 16 მაისის ყველა ზოდიაქოს ჰოროსკოპი

frenis kompensaciafrenis kompensacia

ვერძი

დღეს შესაძლებლობები ყოველ ნაბიჯზეა, ამიტომაც ისინი უნდა გამოიყენოთ. ეს თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ეს დღე შეიძლებაც იღბლიანი აღმოჩნდეს თქვენთვის – შეხვდებით საინტერესო ადამიანებს, რომლებიც სიახლეებს გაგიზიარებენ. ნერვები აუცილებლად მოთოკეთ – ირგვლივ ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება. დალიეთ გვირილის ჩაი და ესაუბრეთ ახლობლებს.

კურო

დღეს დილა იქნება ძალიან სასარგებლო. ამიტომაც დაალაგეთ პრიორიტეტები და მოკიდეთ ხელი ყველაზე რთულ დავალებებს დღის პირველ ნახევარში. კარგი იქნება თუ დაუსვამთ კითხვებს არამხოლოდ ხალხს, არამედ სამყაროსაც. ერთადერთი ის არის, რომ ზოგი პასუხი მოვა დაშიფრული და თქვენ მოგიწევთ მეტი ძალისხმევის დახარჯვა, რათა მიხვდეთ პასუხს. საბოლოოდ მაინც ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ იქნება.

ტყუპები

დღეს მთებსაც გადადგამთ და ირგვლივ მყოფთა ნეგატიური აურაც ვერ შეგიშლით ხელს. თქვენი ძალები მიმართეთ მუშაობისკენ და დაწინაურებაც არ დააყოვნებს. თქვენ ასწრებთ იყოთ ყველგან, აქაც, იქაც, მაგრამ შეეცადეთ, რომ ძალიან არ გადაიწვათ – არ გადატვირთოთ სხეული. უკეთესი იქნება, თუ ხანდახან შეისვენებთ, ხშირ შემთხვევაში ცოტაოდენი მოდუნებაც ძალიან სასარგებლო იქნება.

კირჩხიბი

დღეს არ დააყოვნოთ – ყველაფერზე სწრაფად გააკეთეთ რეაგირება. მხოლოდ ამ გზით მიაღწევთ ახალ წარმატებებს. ამ დღეს ყველაფერს შეძლებთ – გაუმკლავდებით ყველა უსიამოვნებას სწრაფად და მარტივად. ირგვლივ მყოფებს თქვენი შეშურდებათ. უნდა იმუშაოთ პერსპექტივისთვის. აუცილებლად დააკვირდით ნიშნებს, რომლებიც თქვენს ირგვლივაა – ბედი გიჩვენებთ სწორ გზას.

ლომი

დღეს რეალურად თქვენს ირგვლივ ბევრი პრობლემაა, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ, თუმცა თქვენ მაინც ილუზიებისკენ ისწრაფვით. მაინც მოგიწევთ სათითაოდ ყველაფერზე გამკლავება. მითუმეტეს, როცა ამ დღეს თქვენ ყველაფერი მარტივად და სწრაფად გამოგივათ. იყავით ყურადღებით – ალტერნატიული წყაროები დაგეხმარებათ. ურთიერთობები – არც თუ ისე კარგი იდეაა, დღევანდელ დღეს კონფლიქტი ყველა დიალოგში იქნება.

ქალწული

დღეს შეეცადეთ მიაღწიოთ ყველაფერს, მიუხედავად გარემოებისა – იყავით დარწმუნებული. რაც არ უნდა გააკეთოთ დღეს, ეს არის ადამიანებთან პირდაპირ დაჯახება – მოუფრთხილდით კარმას. არ გამოხვიდეთ წყობილებიდან, რომლებიც ვარსკვლავებმა გარგუნათ, თორემ კონფლიქტი არ აგცდებათ. გექნებათ შანსი კარიერულად წინ წაიწიოთ – არ გაუშვათ ეს შანსი, რადგან მეორე შანსი დიდი ხანი აღარ იქნება.

სასწორი

დღეს თქვენ ბევრ სხვადასხვა ადგილას იტრიალებთ, სადაც აუცილებლად მოგეცემათ თავისა და ტალანტის გამოჩენის შანსი, ეს კი არ იქნება შეუმჩნეველი. ყოველდღიური პრობლემები თავს შეგახსენებთ და სჯობს დღის პირველივე ნახევარში მოიცილოთ ისინი, რადგან შემდგომ მშვიდად იმუშაოთ. საღამოს შეგიძლიათ განიტვირთოთ – ოღონდ არა მარტო, არამედ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.

მორიელი

დღეს ფანტაზია ნამდვილად დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ პრობლემები, ამიტომაც ყველაფერს მიუდექით კრეატიულად, ლოგიკა მეორე პლანზე გადაწიეთ. შეგიძლიათ პატარა ავანტიურაც მოაწყოთ – რომელიც კარგ გამოცდილებას შეგძენთ. დილიდანვე პატარ-პატარა პრობლემები იჩენს თავს, თუმცა ამაზე ნუ იდარდებთ – თქვენ ყველაფერს თავს გაართმევთ, უბრალოდ ცოტა მეტი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ.

მშვილდოსანი

დღეს ყველაზე მეტად გამოგივათ ურთიერთობები. ისაუბრეთ რაც შეიძლება მეტი. კარგი იქნება თუ იმუშავებთ სამომავლო პერსპექტივებისთვის – თუნდაც შედეგი რამდენიმე კვირის შემდეგ იყოს, მთავარია, რომ იყოს. თქვენ შეგიძლიათ პატარ-პატარა ოცნებები აქციოთ რეალობად, ამიტომაც ნუ იჯდებით ერთ ადგილას, მიაღწიეთ თქვენსას. თქვენკენ ხალხი წამოვა, რომლებსაც დახმარების ხელხი უნდა გაუწიოთ – ისინი თქვენ სამომავლოდ დაგეხმარებიან.

თხის რქა

დღეს გამოგიჩნდებათ შანსი, რომ გამოავლინოთ საკუთარი თავი. ამიტომაც განეწყეთ აქტიურად და გამოიყენეთ შესაძლებლობები. სამუშაო ბევრი გექნებათ, ასევე პრობლემებიც, მაგრამ ემოციები მეორე პლანზე დააყენეთ, რათა არ შეგიშალოთ მუშაობაში ხელი. მთავარი აქცენტი ნიუნასებზე გააკეთეთ. დღეს ისინი ბევრი იქნება და მათზე იქნება დამოკიდებული თქვენი მომავალი, ამიტომაც იყავით ყურადღებით.

მერწყული

დღეს წარმატება დაგყვებათ და თან ისე, რომ შეიძლება მიაღწიოთ აქამდე მიუღწეველს. ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილეთ და არ გაუშვათ არცერთი შანსი – ეს თქვენი დღეა. თუ ფულს ვერა, კარგ გამოცდილებას მაინც მიიღებთ. აი ისინი, ვინც დიდი ხანია დაფრინავენ ღრუბლებში, სჯობს დაეშვან – რეალობაში თქვენ უკეთესი პერსპექტივები გელით.

თევზები

დღეს ბედი გიკარნახებთ სად და როგორ ეძიოთ პასუხი ზოგ შეკითხვაზე რომლებზეც ჯერაც ვერ იპოვეთ ის. ფრთხილად გაშიფრეთ ყველა შემოთავაზება – ზოგიერთმა ნიშანმა შეიძლება შეგაცდინოთ. მიყევით ინტუიციას – ის დაგეხმარებათ. ზოგიერთი სიტუაცია ხელს შეგიშლით წინსვლაში. ჰკითხეთ აზრი და მოსთხოვეთ დახმარება ახლობლებს – ეს აუცილებლად დაგეხმარებათ.
Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით