შაბათი, მაისი 17, 2025
ფრენები
მთავარიასტროლოგიადღეს კარგი ამბები მოგივათ - 17 მაისის ყველა ზოდიაქოს ჰოროსკოპი
თვითფრინავის ბილეთები

დღეს კარგი ამბები მოგივათ – 17 მაისის ყველა ზოდიაქოს ჰოროსკოპი

frenis kompensaciafrenis kompensacia

ვერძი

დღეს კარგი ამბები მოგივათ. იქნება საინტერესო ინფორმაციები და სასიხარულო ამბები. ამიტომაც ხშირად იურთიერთეთ და არ შეგეშინდეთ ინიციატივის აღების. მოგიწევთ რამდენიმე საკითხის გადაჭრა – რაზეც საკმარისი დრო გქონდათ. საღამოს კარგი იქნება თუ მოიწვევთ მეგობრებს და ერთად გაატარებთ დროს.

კურო

დღეს ფული თქვენკენ მოდის ყველა მხრიდან – დღეს შეიძლება ვალი დაგიბრუნონ ან ფულის შოვნის ახალ გზას მიაგნოთ. ყველა შემთხვევაში, ფინანსები მოიმატებს. ეს არის დღე კარგი ამბებისთვის. ამიტომაც რაც უფრო მეტ ხალხს ეურთიერთებით ირგვლივ, მით მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ. კარგია თუ პირველი დაეკონტაქტებით ადამიანს – ინიციატივა სარგებელს მოგიტანთ. არაფერი ნივთის ყიდვას არ გირჩევთ – დაბალი ხარისხის აღმოჩნდება.

ტყუპები

დღეს სიტუაციამ შეიძლება მოითხოვოს არასტანდარტული მიდგომები. თავში მოგივათ გენიალური აზრები, ალტერნატიული ვარიანტები. თუ ამ დღეს მუშაობთ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გვიანობამდე არ იმუშაოთ – ორგანიზმი შეიძლება გადაიღალოს. ურთიერთობების თვალსაზრისითაც არ გირჩევთ, უფრო მეტს დააკვირდით და ნაკლები ილაპარაკეთ.

კირჩხიბი

დღეს გელით თავგადასავლები. არ შეგეშინდეთ წინააღმდეგობებისა და ავანტიურის – იქნება ბევრი საინტერესო შეგრძნება და გამოცდილება. ისაუბრეთ ბევრი – ეს დღე დაგეხმარებათ განდევნოთ არასასიამოვნო აზრები. ასევე გაიგებთ ბევრ ჭორს და სიახლეს – რომელიც საინტერესო იქნება თქვენთვის. ბევრი რომანტიკა იქნება – ისიამოვნეთ თქვენს მეორე ნახევართან ერთად.

ლომი

დღეს იმუშავეთ სამომავლო პერსპექტივისთვის, რათა კარგი მომავალი შექმნათ. საღამომდე მაინც ნუ იმუშავებთ ამ დღეს. გამოასწორეთ თქვენ მიერ დაშვებული შეცდომები: ისინი უკან გხევენ და მიზანსაც შორდებით. აუცილებლად ესაუბრეთ ხალხს – იქნება ეს მეგობრული თუ ბიზნეს საუბრები. ამ ყველაფრის ხარჯზე თქვენ არამხოლოდ სიახლეს გაიგებთ, არამედ კარგ შთაბეჭდილებასაც დატოვებთ გარშემომყოფებზე.

ქალწული

დღეს სხვების დახმარება აუცილებელი და მნიშვნელოვანი იქნება – ზუსტად აქედან გამომდინარე მიაღწევთ იმას, რასაც დიდი ხანი ელოდით. სიტყვებთან იყავით ყურადღებით – ყველა ფრაზა ბევრს ნიშნავს თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის. ფული არის ნომერ პირველი თემა. ისაუბრეთ მასზე ბევრი, ამით მოიზიდავთ თქვენს ცხოვრებაში. დღის მეორე ნახევარი გაატარეთ ახლობლებთან ერთად – ბოლო დროს არ გქონდათ მათთვის დრო.

სასწორი

დღეს თქვენ ძალიან სწრაფად მიდიხართ დასახული მიზნისკენ და ძალები დღითიდღე გაკლდებათ. დროა დაისვენოთ. ამიტომაც გაერთეთ და დრო კარგად გაატარეთ. შეიძლება შეხვდეთ თქვენს სასურველ ადამიანს – რომელიც დაგეხმარებათ ყველაფერს სხვა თვალით შეხედოთ. ეს შეცვლის პირად და საქმიან ცხოვრებას.

მორიელი

დღეს ყველაზე დიდი უსიამოვნებებიც კი პატარად მოგეჩვენებათ, რომელსაც თითის ერთი განძრევით გადაწყვეტთ. საერთოდ, ზოგიერთი პრობლემაც ამოცანად გექცევათ, რომელსაც საბოლოოდ გადაწყვეტთ. ამიტომაც ყველაფერს უყურეთ ისე, როგორც თამაშს. ვარსკვლავები გირჩევენ იყოთ ყურადღებით – ღამით არასასიამოვნო სტუმარი შეიძლება გესტუმროთ. საქმიანი შეხვედრები სჯობს გადადოთ.

მშვილდოსანი

დღეს თქვენი დიპლომატიურობა გამოიღებს შედეგს – წინსვლა იქნება როგორც პირადში, ასევე საქმიან ცხოვრებაში. აი ამ დღეს მუშაობა კი არაფერ კარგს მოიტანს, ამიტომაც დაფიქრდით, სანამ რაიმეს გადაწყვეტას შეუდგებით – შეიძლება დასვენება სჯობდეს. არასტანდარტული სიტუაცია გაიძულებთ მიიღოთ გადაწყვეტილება სწრაფად. არ ინერვიულოთ, ყველაფერი გამოგივათ.

თხის რქა

დღეს საუკეთესო სიახლეების დროა. ამ სიახლეებს ნაცნობები და ახლობლები გეტყვიან. ამიტომაც, იურთიერთეთ ყველასთან. ყველა შეხვედრა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, ამიტომაც უარი არ თქვათ გაცნობაზე. წადით პატარა მოგზაურობაში – სახლში ჯდომა არ ღირს. მუშაობას კი ვარსკვლავები არ გირჩევენ – აუცილებლად დაისვენეთ და განიტვირთეთ.

მერწყული

დღეს სუპერ დღე გაქვთ, სადაც გექნებათ ბევრი საინტერესო და ნაყოფიერი შემოთავაზება. გამოიჩინეთ ინიციატივა – არ შეგეშინდეთ დიალოგის დაწყება უცნობებთან. მითუმეტეს, რომ თქვენი გამჭრიახი გონება მიიზიდავს ყველას. სასარგებლოა თქვენი ყველა იდეის ჩაწერა – ზოგი მათგანი კარგ ფულს მოგიტანთ, თუ რეალობად აქცევთ მათ.

თევზები

დღეს ურთიერთობები კარგ ამბებს მოგიტანთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს მარტივად გამოგივათ, ხოლო რთულ სიტუაციაში კი ვარსკლავები დაგეხმარებიან. დალაგდება პირადი ცხოვრებაც – მეორე ნახევართან ურთიერთობებს საბოლოოდ დაალაგებთ და გაუგებთ ერთმანეთს უსიტყვოდ. დატკბით ამ პერიოდით. საღამო მარტო გაატარეთ – აუცილებელია განტვირთვა.
Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით