ქალი ავტომობილით სკოლის ღობეს შეეჯახა, რის შედეგადაც 11 წლის ბიჭი დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად 4 მოზარდი კი დაშავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბიჭი შემთხვევიდან მალევე საავადმყოფოში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ქალს ბრალი წაუყენეს. გამოძიება მას ავტომობილის უყურადღებო მართვასა და მანქანის არასათანადო კონტროლში ადანაშაულებს.
მედიის ინფორმაციით, ქალი სკოლის ღობეს შეეჯახა, სადაც 5 ბავშვი თამაშობდა. პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. მათივე ინფორმაციით, ავტომობილში ქალთან ერთად მოზარდიც იყო, რომელიც არ დაშავებულა.
შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა