ხუთშაბათი, თებერვალი 2, 2023
ფრენები
მთავარიახალი ამბები9 სექტემბერს, სახალხო ზეიმი ,,ონელობა - 2022“ გაიმართება

9 სექტემბერს, სახალხო ზეიმი ,,ონელობა – 2022“ გაიმართება

aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit

9 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,ონელობა – 2022“ გაიმართება.

ღონისძიების ჩატარების არეალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, დავით აღმაშენებლის მოედანს და გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარს მოიცავს.

,,ონელობა”, როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-15 ონელობას ვიზეიმებთ.

ამ დღეს, ონის მუნიციპალიტეტი უამრავ სტუმართან ერთად, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს უმასპინძლებს. დღესასწაულის სტუმრები გაეცნობიან ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას.

“ონელობა 2022“ ტრადიციულ დღესასწაულზე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ მოხდება საპატიო და ღვაწლმოსილი ონელების, 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლების კურსდამთავრებული მედალოსნების დაჯილდოება.

დღესასწაულის დასკვნითი ნაწილია გალა კონცერტი – “შქმერის მთა გადავიარე… ზურა ბაკურაძე“. კონცერტის შემდეგ, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში საზეიმოდ გაიხსნება ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავი, როგორც პროფესიონალიზმის, ღირსების, ადამიანების სიყვარულისა და საკუთარ კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ხელოვანი ძმების სიმბოლო.

Facebook კომენტარები
turebi iafadturebi iafad
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

ამერიკის ვიზა