პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიდაკავებულია 63 წლის კაცი, რომელმაც არასრულწლოვანზე სექსუალურად იძალადა

დაკავებულია 63 წლის კაცი, რომელმაც არასრულწლოვანზე სექსუალურად იძალადა

aviabiletebiaviabiletebi

შიდა ქართლის პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა, - ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ნ.ბ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა. პოლიციამ ნ.ბ., ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავა", - აცხადებენ შსს-ში. 

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!