პარასკევი, ივნისი 9, 2023
ფრენები
მთავარიახალი ამბებირაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აშშ-ის ელჩს უმასპინძლა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აშშ-ის ელჩს უმასპინძლა

wizz airis aviabiletebiwizz airis aviabiletebi

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ აშშ-ის ელჩს საქართველოში – კელი დეგნანს სამხარეო ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაპუნა მარგველიძემ ელჩს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო, ასევე ისაუბრა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული რაჭის მდგრადი განვითარების პროგრამის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საელჩომ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ელჩი რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამაგიდო სწავლებას დაესწრო, რომელიც ითვალისწინებს ჯორჯიის შტატის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გამოცდილების გაზიარებას.

kompensacia frenebzekompensacia frenebze
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

aviabiletebi avia.ge