კვირა, დეკემბერი 8, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიპარტია „საქართველოსთვის“ წევრები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

frenis kompensaciafrenis kompensacia

პარტია "საქართველოსთვის" წევრი გელა აბულაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. აბულაძეს პატიმრობა 30 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა. ასევე გირაოთი გათავისუფლდა საკრებულოს დეპუტატთან ერთად დაკავებული ანზორ ფიფიაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა თაღლითურად დაირეგისტრირეს 406 000 ლარზე მეტის ღირებულების 100 083 კვ.მ. 9 მიწის ნაკვეთი.

სუსმა წალენჯიხაში პარტიის "საქართველოსთვის" წევრი და წალენჯიხის საკრებულოს წევრი, გელა აბულაძე მარტში დააკავა.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!