პარასკევი, მარტი 29, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვა"სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო" - რას ამბობს გზების...

“სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო” – რას ამბობს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

kompensacia frenebzekompensacia frenebze

სრუ­ლი სიც­რუ­ეა, თით­ქოს რი­კო­თის პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე და­ი­წყო. ეს არის მო­სახ­ლე­ო­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა და გარ­კვე­ულ­წი­ლად, რი­კო­თის პრო­ექ­ტის დის­კრე­დი­ტა­ცია. პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია „აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი­სა“ და „მსოფ­ლიო ბან­კის მიერ“. ყვე­ლა პრო­ცე­სი, მათ შო­რის, პრო­ექ­ტის, სა­მუ­შა­ო­ე­ბის და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის შეს­ყიდ­ვა, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, ყვე­ლა დე­ტა­ლი თან­ხმდე­ბა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­თი­ვე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით,- გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, გი­ორ­გი წე­რე­თელ­მა რი­კო­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი­სა და ქვა­თაც­ვე­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­მარ­ტე­ბით, ჩუ­მა­თე­ლე­თი-ხე­ვის მო­ნაკ­ვე­თის საპ­რო­ექ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და თა­ვად პრო­ექ­ტი, “მსოფ­ლიო ბან­კის“ და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის საგ­ზაო ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში ერთ-ერ­თმა დიდ­მა ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნია “აე­კომ­მა“ მო­ამ­ზა­და. რი­კო­თის მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ო­თხე მო­ნაკ­ვე­თე­ბის პრო­ექ­ტე­ბი კი, “აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის“ და­ფი­ნან­სე­ბით, იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის, მათ შო­რის, „აიარ­დის“ მიერ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, რი­კო­თის სა­უ­ღელ­ტე­ხი­ლო მო­ნაკ­ვე­თი ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 52 კმ-მდე გზის, 97 ხი­დი­სა და 52 გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 30 მარ­ტი­დან რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მოძ­რა­ო­ბა ორ­ჯერ აიკ­რძა­ლა, მე­წყერ­სა­ში­ში პრო­ცე­სე­ბი­სა და ქვა­თაც­ვე­ნის გამო.

“ამ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გე­ო­ლო­გი­უ­რი, გე­ო­ტექ­ნი­კუ­რი, გე­ო­ფი­ზი­კუ­რი, სე­ის­მუ­რი კვლე­ვე­ბის და ჰიდ­რო­ლო­გი­ის შე­დე­გად იქნა ეს პრო­ექ­ტე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლი. ამას­თა­ნა­ვე, “აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი­სა“ და „მსოფ­ლიო ბან­კის“ მოწ­ვე­ვით, შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი, რომ­ლებ­მაც საპ­რო­ექ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის რე­ვი­ზია და გა­და­ხედ­ვა მო­ახ­დი­ნეს“, – გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რი­კო­თის სა­უ­ღელ­ტე­ხი­ლო მო­ნაკ­ვეთ­ზე არა­ერ­თი გე­ო­ლო­გი­უ­რი და სხვა სა­ხის კვლე­ვა ჩა­ტარ­და, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი კი მთი­ა­ნი რე­ლი­ე­ფის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა და მო­ნი­ტო­რინ­გი უცხო­უ­რი სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­ებს.

“პრო­ექ­ტი­რე­ბის ეტაპ­ზე, გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის­თვის ტე­რი­ტო­რია და­ახ­ლო­ე­ბით 250 ხი­მინ­ჯო­ვა­ნი ბურ­ღით გა­ი­ბურ­ღა, რაც უპ­რე­ცე­დენ­ტოა. არ­სე­ბობს გე­ო­ლო­გი­უ­რი რუკა. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­წე­რი­ლია საპ­რო­ექ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რის მი­ხედ­ვი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ეს არის სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სი და როცა სამ­თო გზე­ბი კეთ­დე­ბა, ვმუ­შა­ობთ მთი­ან რე­გი­ონ­ში, ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს. ჩვენ ვართ ფრთხი­ლად იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან ავი­რი­დოთ ყვე­ლა შე­საძ­ლო ზი­ა­ნი და მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს უსაფრ­თხო­ე­ბა. სწო­რედ ამის გამო მოგ­ვი­წია რამ­დენ­ჯერ­მე მოძ­რა­ო­ბის გა­დარ­თვა გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის გზა­ზე. ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში“, – აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი წე­რე­თელ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!