პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება„ეჰ.. სველი და მძიმე… ბოდიში, ‘რელიგიური სენსუტიურობა’ თუ შეგილახეთ,“ - რამ აღაშფოთა...

„ეჰ.. სველი და მძიმე… ბოდიში, ‘რელიგიური სენსუტიურობა’ თუ შეგილახეთ,“ – რამ აღაშფოთა იუნა შაფათავა

aviabiletebiaviabiletebi

ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა საქართველოში პასკის მაღალ ფასს ეხმაურება:

 

/

 

“წესით, მანჰეტენზე, ეკლესიაში, დიდი პასკა (‘სველი, მძიმე და ზურნა ‘სველი მძიმე ‘ პასკის ეპითეტის მომგონს) მაქსიმუმ $20 ეღირება და რა ვიცი… და არც კივი ფორთოხალს მიატყიპავენ, არც შოკოლადით დაატალახებენ გუდრონივით.

 

.

 

180 ლარისას რას დებთ იმ პასკაში… ბოდიში, ‘რელიგიური სენსუტიურობა’ თუ შეგილახეთ, კულიჩია, რა ….

 

ვეჭვობ, ბევრი 180 ლარიანი სუხარი გამოჩნდება მერე გაყუდვაში.. ენდრომ რაო, მეც გავძვირდებიო? მეშინია, კვერცხის ფასი გკითხოთ.. აქ $5-10 ფერმის 10-12 კვერცხი, რამე რომ იყოს, აქაურ ფასს წაგაშველებთ, კორექტირებისთვის, აბა თქვენ იცით, ერთი კვერცხი 5 ლარზე ნაკლებად არ გაყიდოთ. ისედაც შუქის ჩამქრობი აღარ დარჩა საქართველოში….‘ეკონომიკური ზრდა’ გაქვთ, ერის ‘ლიდერმა’ ბრძანა ‘სველი, მძიმე, 1 კილოგრამიანი პასკა… ’და სააღდგომო კვირა დღის ემოციას კლავს, სამოთხის აზრების მაგიერ, შეღებილი და ასჯერ გატეხილი კვერცხის ნაჭუჭი, სასაფლაოზე შეზარხოშებული ქეიფები და პასკის სიმძიმე გახსენდება კუჭში…

 

.

 

ცარიელი თბილისი და იაფი თეთრი ღვინის სუნი ჰაერში და ფეხით ბარბაცით მოსიარულე წყვილები, ცოლს რომერიდება და ჩვეულებრივ უჟმური ქმარი რომ ცუღლუტი იერით გულისრევას ძლივს იკავებს…ეჰ.. ‘სველი და მძიმე’… სხვა დარდი არ გაქვთ, ნეტავ..?

 

და განა ყველა მოკვდავში ყველაზე უკვდავზე თუ ახსენდება ვინმეს.კუჭზე და ფულზე გადის ამ ‘სველი და მძიმეს’ მომგონის ღმერთიც.” - წერს შაფათავა.

 

.

 

შეგახსენებთ, ქართულ სავაჭრო ობიექტებში აღდგომის მოახლოებასთან ერთად ქართული წარმოების პასკები გამოჩნდა, რომელთა ფასი 130-150-180 ლარებია. ამ ფაქტს აჟიოტაჟი მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!