პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება”ამ დილით მოდი ჩემთან სასაფლაოზე, ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო…”...

”ამ დილით მოდი ჩემთან სასაფლაოზე, ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო…” – ნახეთ რა სასწაული მოხდა მელანო ფუტკარაძის საფლავზე

aviabiletebiaviabiletebi

2019 წელს, ბათუმის კლინიკაში 8 წლის მელანო ფუტკარაძე გარდაიცვალა. გოგონას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე აღდგომას დაემთხვა. იმ ღამით, გამთენიისას, სასწაული მოხდა, რის შესახებაც მელანოს დედა, ნარგიზა ქათამაძე თავად ჰყვება:

„ყოველდღე 50-მდე ადამიანი მოდის, ხედავენ ამ სასწაულს და გაოგნებულები არიან. ყოველ ღამით მესიზმრება ჩემი შვილი. მელანო არ იყო მონათლული, ქორწილის შემდეგ აპირებდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ დამძიმდა, რეანიმაციაში მოვნათლეთ… აღდგომას მისი გარდაცვალებიდან ორმოცი დღე შესრულდა და აღდგომის ღამეს სიზმარი ვნახე. ძალიან ცხადი სიზმარი იყო. გადმოვიდა ფანჯრიდან და თავის გარდერობში ტანსაცმელს ეძებდა. ძალიან უყვარდა ჩაცმა და ბევრი ტანსაცმელი ჰქონდა. ერთ-ერთი კაბა, რომელიც ცისფერ და თეთრ ფერებშია, გასულ წელს მეგობრის ქორწილისთვის შეიკერა.

სიზმარში გადმოიღო ეს კაბა და წინ დამიდო. ვეკითხებოდი, დედიკო, მაჩვენე, ჭრილობა როგორ გაქვს-მეთქი. – არა, უნდა წავიდეო-მითხრა. -არ წახვიდე, მენატრები-მეთქი, ვუთხარი. – თუ გენატრები, მოდი ამ დილით ჩემთან სასაფლაოზე, ოღონდ სანამ მოხვალ ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო.

საერთოდ, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა, ყოველდღე დავდივარ სასაფლაოზე, აქვეა ახლოს ჩვენთან. შუაღამეს რომ მომენატრებოდა და ვერ ვიძინებდი, გავიპარებოდი ხოლმე სასაფლაოზე და იქ ვტიროდი. ჩემს მეუღლეს, მაზლებსა და ძმისშვილებს ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა ნერვიულობისგან და მარტო არ მიშვებდნენ, სულ უკან მომყვებოდნენ. ამ აღდგომის დილას მაზლებიც ჩვენს სახლში იყვნენ. ჯერ ბნელოდა, გამთენია იყო. ტაქსით წავედი, ტელეფონზე დავწერე რა ადგილას მივდიოდი და ფულიც მივაწოდე. ჩემს მეუღლეს დავუნახივარ და მეძახდა, მაგრამ უკან არ მომიხედავს. ჩემი ერთ-ერთი მაზლი სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობს და მისთვის დაურეკავთ, ნარგიზა წამოვიდაო. მივედი და ისიც იქ დამხვდა, საუბარი დამიწყო – რატომ გამოიპარე ნარგიზი, ხომ იცი, რომ მარტო არ გიშვებთო. შიშიც არაფრის მქონდა. მეგონა, ალბათ სასაფლაო დამხვდებოდა გათხრილი და ჩემს შვილს მკვდარს კიდევ ერთხელ დავინახავდი და მოვეფერებოდი…

მაზლისთვის ხმა არ გამიცია, დავჯექი სასაფლაოზე მელანოს სურათთან და ვტიროდი. ამ დროს მოვიდა ჩემი ქმარი და ძმისშვილიც. საფლავის ქვის უკანა მხრიდან დაინახეს თუთიყუში, მელანოს კაბის ფერებში, ძმისშვილმა იყვირა: ნახე ბიძია, რა ლამაზი ჩიტიაო. ჩემმა მეუღლემ უპასუხა, ეს ჩიტი კი არა, მელანოს სულია მოსულიო. გამოფრინდა ეს ჩიტი, ჩემი მაზლის ხელებში ჩაფრინდა და ყვიროდა, ფართხალებდა. მერე მე მომცა მაზლმა, რომ ვტიროდი, მთელი სამი საათის განმავლობაში მეჯდა მხარზე და ცრემლებს მწმენდდა, რამდენი ცრემლიც ჩამომვარდებოდა იმდენს ყლაპავდა. ჭიკჭიკებდა და მივხვდი, რომ ეს ჩიტი ჩემი შვილისგან იყო გამოგზავნილი. ბექაც იქვე იყო, ჩემი შვილის საქმრო. მერე იმასთან მიფრინდა, კოცნა დაუწყო… ზუსტად იმ კაბის ფერებში იყო, რომელიც სიზმარში ჩემმა შვილმა გარდერობიდან გადმოიღო. ამ ჩიტის მოფრენით ისეთი შვება ვიგრძენი გულში, თითქოს ჩემი შვილი გაცოცხლდა. ახლა ეს ჩიტი ჩვენთან ცხოვრობს, ჩემს მეუღლეს არ შორდება, მხარზე აზის და ყველგან დაჰყვება.

ღამე ჩვენთან ერთად სძინავს. რომ დაუძახოთ, არცერთ სახელზე არ აქვს რეაქცია, მხოლოდ მილაზე რეაგირებს. აღდგომის მეორე დღეს გადავუხადეთ ორმოცი და ჩიტი დილით სასაფლაოზე წავიყვანეთ. იმდენი ხალხი მოვიდა ამ სასწაულის სანახავად, დღემდე ყოველდღიურად მოდის ჩვენთან სახლში 50-მდე ადამიანი. ყველა გაოგნებულია, როგორ ცეკვავს ჩიტი, როგორ თამაშობს, სურათებს როგორ ეფერება, მამას არ შორდება და დედას როგორ წმენდს ცრემლებს” – ჰყვება ნარგიზა ქათამაძე.

შეგახსენებთ, რომ მელანო ფუტკარაძე მუცლის ტკივილით შეიყვანეს საავადმყოფოში, ექიმებმა დასვეს დიაგნოზი – მუცლის შებერილობა და გაუვალობა და შინ გაწერეს. მეორე დღეს მელანომ კვლავ იგივე ჩივილებით მიაკითხა კლინიკას, მას აპენდიქსის ოპერაცია გაუკეთეს, მეორე დღეს კი გარდაიცვალა.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!