პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარიასტროლოგია„მინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, ამ დროს ბევრს უბნელდება ტვინში“ - როდის უნდა ვიყოთ...

„მინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, ამ დროს ბევრს უბნელდება ტვინში“ – როდის უნდა ვიყოთ ფრთხილად? ეს დროა…

kompensacia frenebzekompensacia frenebze

მიხეილ ცაგარელი მიმდინარე წლის რთულ პერიოდებზე ასტროლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს აფრთხილებს.

„მინდა ყველა წინასწარ გავაფრთხილო, თუ რომელ პერიოდები იქნება რთული და საგამოცდო ყველასთვის. გამოცდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვცდიან სიმშვიდეზე, სტაბილურობაზე, წინდახედულობაზე, სწორად მოქმედების უნარზე და ა.შ. რომ აღარ იყოს კონფლიქტები, სულელური გამონათქვამები, საქციელები, რათა არ დავისაჯოთ.

საგამოცდო პერიოდებია 20 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, ესაა მზისა და მთვარის დაბნელებების დღეები, დაბნელების 2-კვირიანი დერეფანი უნდა ვიაროთ. ეს არის პირველი, სერიოზული გამოცდა.

დაბნელების დროს ბევრს უბნელდება ტვინში და მათი მოქმედება სრულიად არაადეკვატური ხდება. თვითონაც ვერ ხვდებიან, რამ ათქმევინა, რამ გააკეთებინა.

20 მაისიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გვეწყება, ეს არის დედამიწის შესვლა უარყოფით ენერგოველში, რაც გაგრძელდება ივლისის ბოლომდე, თითქმის 2 თვე-ნახევარი. ამ დროს დაძაბულობა, იმუნიტეტის შემცირება და სხვა ნეგატიური ტენდენციები მატულობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას პრობლემა შეექმნება – ყველა დაძაბულობას იგრძნობს.

შემდეგი პერიოდია 14-28 ოქტომბერი – აქაც მზისა და მთვარის დაბნელებები გვაქვს, აქაც 2-კვირიანი დერეფანი უნდა გავიაროთ და ამას მოჰყვება ნოემბერი, როცა დედამიწა უარყოფით ენერგოველში იქნება. ნოემბერი საქართველოსთვის ყოველთვის ურთულესი იყო. აქ იყო რევოლუციები, მიტინგები, პროტესტები, ეს ორი პერიოდი ფრთხილად უნდა გავიაროთ, რომ რამე შეცდომები არ დავუშვათ.“ – ამბობს ცაგარელი „დილის პალიტრაში“.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!