ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებისაგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილთა მდგომარეობა ცნობილია - სამწუხაროა, რომ... ნახეთ ვრცლად

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილთა მდგომარეობა ცნობილია – სამწუხაროა, რომ… ნახეთ ვრცლად

kompensacia frenebzekompensacia frenebze

კვლავ კლინიკაში რჩება საგარეჯოში, თავდასხმის შედეგად დაჭრილი ორი ადამიანი. ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.

მას ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. პაციენტს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის და კიდურების არეში აქვს მიყენებული.

ცნობისთვის, 19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი – შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!