კვირა, მარტი 30, 2025
ფრენები
მთავარისახლი და დიზაინიჭურჭლის სარეცხი სითხის გამოყენების 7 ხერხი, რომლებზეც არც კი დაფიქრებულხართ
თვითფრინავის ბილეთები

ჭურჭლის სარეცხი სითხის გამოყენების 7 ხერხი, რომლებზეც არც კი დაფიქრებულხართ

frenis kompensaciafrenis kompensacia

ტანსაცმლიდან ცხიმიანი ლაქების ამოყვანა
ჭუჭყიანი საყელო ან სალათის ლაქა პერანგზე – უბრალოდ, შეაზილეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება ლაქას და გაავლეთ თბილ წყალში. დელიკატური ქსოვილები, როგორებიცაა შალი და აბრეშუმი, ასევე კარგად ირეცხება ხელით, ამ საშუალების გამოყენებით.

სამზარეულოში ან სააბაზანოში იატაკის მოწმენდა
გახსენით 1 ვედრო ცხელ წყალში 2 ს.კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება და მორეცხეთ კაფელის ზედაპირი და ლინოლეუმი იოლად. ეს საშუალება არ გამოდგება პარკეტისა და ლამინატისთვის.
ბაღის ავეჯის გაწმენდა
შეურიეთ წყალი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება პულველიზატორში, მოასხით პლასტმასის

სკამებს და გაწმინდეთ მშრალი ჩვრით.
სავარცხლის გასუფთავება
სავარცხელში თმის ცხიმი გროვდება. ყოველი დავარცხნისას თავს ისევ და ისევ იჭუჭყიანებთ. უბრალოდ, გაწმინდეთ სავარცხელი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და გაავლეთ ცხელ წყალში.
ტანსაცმლის ხელით რეცხვა
გამოუვალ მდგომარეობაში შეგიძლიათ ტანსაცმელი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გარეცხოთ. 1 ს.კ. გახსენით თბილი წყლით სავსე თასში და შედეგი სარეცხი საშუალებით გარეცხილზე არანაკლებ ეფექტური იქნება.
ხალიჩებიდან ლაქების მოცილება
გახსენით 1 ს.კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება 2 ჭ. თბილ წყალში. საპნის ხსნარში ჩამბალი სუფთა ქსოვილი მოუსვით ლაქებს, სანამ ბოლომდე არ გაქრება. შემდეგ მოუსვით სხვა სუფთა და მშრალი ქსოვილი.
სამზარეულოს კარადების გაწმენდა
და ადგილი გაზქურასთან. კერძების მომზადებისას ცხიმიანი შხეფები ყველაფერს ედება. მოამზადეთ საპნის ხსნარი და მოასხით ლაქებზე პულველიზატორის საშუალებით. შემდეგ მოუსვით მშრალი ჩვარი.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით