პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარისახლი და დიზაინიცხიმიანი გაზქურის გაწმენდის უმარტივესი ხერხი - ამას ყველა დიასახლისი იყენებს

ცხიმიანი გაზქურის გაწმენდის უმარტივესი ხერხი – ამას ყველა დიასახლისი იყენებს

kompensacia frenebzekompensacia frenebze

როგორ გავწმინდოთ გაზქურები?

გაზქურა ერთ-ერთია იმ რამდენიმე საყოფაცხოვრებო ტექნიკას შორის, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ დიასახლისები . ამდენად, აბსოლუტურად ყველა ქალს სურს, რომ  მისი  გაზქურა იდეალურად სუფთად გამოიყურებოდეს, მაგრამ ყოველდღიური გამოყენების გამო, სამწუხაროდ,  დიდი რაოდენობით ჭუჭყის გროვდება ხოლმე მის ზედაპირზე.

დღევანდელ ბლოგში გვსურს შემოგთავაზოთ გარკვეული რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გავწმინდოთ გაზქურები.

გაზქურა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და უპრეტენზიო ტექნიკაა, რომელიც ელექტრო ღუმელებისა და ინდუქციური ქურებისგან ძალიან განსხვავდება. ისევე როგორც ჩამოთვლილ ელექტრო ტექნიკას, გაზქურებსაც სათანადო მოვლა სჭირდებათ, რადგან კერძის მომზადების პროცესში მასზე უზარმაზარი ცხიმი და საკვები ხვდება.

 

როგორ გავწმინდოთ გაზქურები სწორად I :
თავდაპირველად, თქვენ უნდა გათიშოთ მოწყობილობა გაზმომარაგების ქსელიდან. ანუ, მარტივად – გათიშეთ გაზის მიწოდება;
შემდეგ ამოიღეთ და გაწმინდეთ გისოსები საპნით ან სპეციალური ფხვნილით;
ასევე ამოიღეთ და გაწმინდეთ ქურები;

გაითვალისწინეთ, გაზქურის ქურების გაწმენდა უნდა მოხდეს რაც შეიძლება დელიკატურად, რათა არ მოხდეს ნაკაწრებისა და დაზიანებების წარმოქმნა;
შემდეგ გაწმინდეთ გაზქურის სახელურები. 

თუ გაზქურას დიდი ხნის განმავლობაში არ გაწმინდათ, გარკვეული დროის შემდეგ ამის გაკეთება უფრო რთული იქნება.

როგორ გავწმინდოთ გაზქურები სწორად II :

პირველ რიგში, გაზქურის გისოსები უნდა გაიწმინდოს ყოველ ჯერზე, როგორც კი შეამჩნევთ, რომ ოდნავ მაინც დაბინძურდა ისინი. მეორე – თქვენ უნდა იცოდეთ, თუ რა სახის მასალისგანაა დამზადებული გისოსები, რათა მაქსიმალურად სწორად მიუდგეთ წმენდის პროცესს.

 

მაგალითად, ფოლადის გისოსები მარტივად და  უსაფრთხოდ შეიძლება გაიწმინდოს რკინის ღრუბლით და არ ინერვიულოთ, თუკი მასზე მცირე მექანიკური დაზიანებები აღმოჩნდება. თუჯის გისოსებს გაცილებით დელიკატური დამუშავება სჭირდება. არ გაწმინდოთ ისინი რკინის ღრუბლებით, რადგან შეიძლება ადვილად დაზიანდეს.

როგორ გავწმინდოთ გაზქურები სწორად III :

ღუმელი გაწმენდა შეგიძლიათ  სპეციალური საშუალებების გამოყენებით, მაგრამ ასევე არსებობს ხალხური საშუალებები და რეცეპტები. მაგალითად, ლიმონის წვენი შესანიშნავი საშუალებაა ღუმელის გასაწმენდად. წვენი უნდა დაამატოთ წყალს, შემდეგ დაატენიანოთ ჩვეულებრივი ქსოვილით და ასე გაწმინდოთ ღუმელის კედლები.

 

როგორ გავწმინდოთ გაზქურები სწორად I V:

იმისათვის, რომ გაზქურა ყოველთვის სუფთად გამოიყურებოდეს და მრავალი წლის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახუროთ, ყოველი კერძის მომზადების შემდეგ საჭიროა მისი ნესტიანი ქსოვილით გაწმენდა. ასეთი მოვლის საშუალებით, თითქმის ყოველთვის სუფთა იქნება და ზოგადი გაწმენდისას დიდი დრო და ძალისხმევა აღარ დაგჭირდებათ.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!