ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
ფრენები
მთავარიასტროლოგია10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ვერძი

სასიკეთო დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, აი, შემოთავაზებებს რაც შეეხება, სწორად განსაზღვრეთ რისკები, ნუ იქნებით ჯიუტი, მეტი ტაქტიანობა და დიპლომატია გამოიჩინეთ.

კურო

მატულობს თქვენი შარმი და გავლენა, რაც შეგიძლიათ, მშვენივრად გამოიყენოთ, როგორც პირად, ასევე, სამსახურებრივ საკითხებში.

ტყუპები

ეს დღე სჯობს, ოჯახის წევრებთან, ან ახლო მეგობრებთან ერთად მყუდრო გარემოში გაატაროთ. სასიკეთო დღეა, ასევე, შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მთავარია, არ გადაიღალოთ.

კირჩხიბი

დღეს შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან გაუგებრობამ იჩინოს თავი, ნუ გაართულებთ სიტუაციას, ეცადეთ, ნაკლებად კრიტიკული იყოთ და თქვენი ენერგია საქმისკენ მიმართეთ.

ლომი

აქტიური დღეა, მეტი დრო დაუთმეთ სამსახურებრივ საქმეს, თქვენი იდეები და პასუხისმგებლობის გრძნობა ხელმძღვანელობის ყურადღებას დაიმსახურებს. რაც შეეხება პირად თემას, შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა სიურპრიზი მოგიწყოთ.

ქალწული

მშვენიერი დღეა საქმიანი აქტივობისთვის. იყავით გზებზე მეტად წინდახედული. ნუ დაკარგავთ დროს უქმად, გაწერეთ სამოქმედო გეგმა. შესაძლოა, შეხვდეთ, ან თავი შეგახსენოთ ძველმა სიყვარულმა.

სასწორი

თქვენი განწყობა და შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერი საქმისადმი დიდად ახალისებს სიტუაციას, როგორც ოჯახსა და სამსახურში. ახალი საქმიანობის დასაწყებად, შესაფერისი დრო არ არის. მოუფრთხილდით ბიუჯეტს.

მორიელი

შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელზედაც დამოკიდებული იქნება თქვენი საქმიანობა, კარგად გათვალეთ თქვენი შესაძლებლობები და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მცირე დეტალებსაც კი.

მშვილდოსანი

იყავით წინდახედული, შესაძლოა, დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, განსაკუთრებით კი, პარტნიორულ ურთიერთობებს მიაქციეთ ყურადღება, ნუ აჰყვებით ემოციებს, მეტი ობიექტურობა გმართებთ.

თხის რქა

დაიცავით ზომიერება, იმოქმედეთ თავისუფლად, მაგრამ ნუ გადაამეტებთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს. რაც შეეხება კარიერულ სფეროს, სჯობს, თვალი გადაავლოთ თქვენს საქმიანობას და შეიტანეთ მათში სიახლეები.

მერწყული

აქტიური დღეა, ნუ იზარმაცებთ, ნაყოფიერად ჩაივლის შეხვედრები და მოლაპარაკებები. იყავით უშუალო და მეგობრული. სასიკეთო დღეა, ასევე, უფროსობასთან კომუნიკაციისთვის.

თევზები

სასიკეთო დღეა ნებისმიერი სახის წამოწყებისთვის, გარისკეთ, იყავით აქტიური და კომუნიკაბელური, ნუ შეუშინდებით სიახლეებს. გაწერეთ სამომავლო გეგმები, თუნდაც ყველაზე არარეალური.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!