პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
ფრენები
მთავარირეცეპტიეს უგემრიელესი გოზინაყი ლელას რეცეპტითაა მომზადებული - ნახეთ

ეს უგემრიელესი გოზინაყი ლელას რეცეპტითაა მომზადებული – ნახეთ

aviabiletebiaviabiletebi

გოზინაყი ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია.

ლელა წურწუმიამ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში გოზინაყის ოჯახური რეცეპტი გაამხილა, რომელსაც თქვენც გიზიარებთ. ინგრედიენტების წონა თქვენი სურვილის მიხედვით განსაზღვრეთ. მთავარია, ერთ ჭიქა ნიგოზზე ნახევარ ჭიქაზე ოდნავ ნაკლები თაფლი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • თაფლი (სასურველია ცაცხვის)
  • ნიგოზი
  • შაქარი
  • მომზადების წესი

    გავარჩიოთ, დავჭრათ ნიგოზი და მსუბუქად მოვხალოთ. ფრთხილად გავასუფთავოთ კანისგან.

    თაფლი ღრმა ტაფაში მოვათავსოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. თან განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით. შემდეგ გადმოვდგათ ქურიდან და კარგად გავაგრილოთ. ეს პროცესი (ადუღებისა და გაგრილებისა) 4-ჯერ გაიმეორეთ.

    მეხუთე წამოდუღების შემდეგ თაფლს დავუმატოთ შაქარი და გავხსნათ. შემდეგ ჩავყაროთ გამზადებული ნიგოზი და კარგად ამოვურიოთ, რომ თაფლი და ნიგოზი კარგად შეერიოს ერთმანეთს.

    ხის დაფა წყლით დაასველეთ და მიღებული გოზინაყი მასზე გადაანაწილეთ. გასაბრტყელებლად ხის გასაბრტყელებელი გამოიყენეთ (ისიც წლით დასველებული).

    მომზადებული გოზინაყი დაჭერით სასურველ ზომებად და გემრიელად მიირთვით!

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!