ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარირეცეპტი„არ სჭირდება მთელი დღე ტრიალი და წვალება“ - როგორ გამოვაცხოთ პასკა საფუარის...

„არ სჭირდება მთელი დღე ტრიალი და წვალება“ – როგორ გამოვაცხოთ პასკა საფუარის გარეშე

frenis kompensaciafrenis kompensacia

იმდენად გემრიელია, ადვილიც და სწრაფიც, რომ არ სჭირდება მთელი დღე ტრიალი და წვალება როგორც საფუვრიანს – Azi Ana ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრი. მკითხველების სხვა რეცეპტების სანახავად ეწვიეთ ჯგუფს.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მუსტაკის კაკალი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, მიხაკი – სურვილისამებრ
  • ზეთი - 1.00 სკ
  • ფქვილი - 350.00 გრ
  • ქიშმიში ან ცუკატები - 100.00 გრ
  • რძე - 50.00 მლ
  • ხაჭო - 200.00 გრ
  • კარაქი - 100.00 გრ
  • შაქარი - 200.00 გრ
  • კვერცხი - 3.00 ცალი

მომზადების წესი

კვერცხი, შაქარი, მწიკვი მარილი, 1ს.კ.ლიმონის წვენი ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ 200 გრ. ხაჭო და 50 მლ.რძე ერთად დაბლენდერებული ან საცერში გატარებული. აქვე დაამატეთ 100 გრ. გამდნარი კარაქი, ვანილი, ჩ.კ. წვერზე დაამატეთ მუსკატის კაკალი, მიხაკი, ჯანჯაფილი, დარიჩინი, მიხაკი. შეგიძლიათ არც დაამატოთ. ასევე დაამატეთ 350 გრ. ფქვილი, რომელშიც აურევთ 1 ჩ.კ.სოდას, აქვე ცომს დაუმატეთ 100 გრ.ქიშმიში, წინასწარ მოაყარეთ 1ს.კ.ფქვილი ან სახამებელი, რომ ქიშმიში თანაბრად განაწილდეს პასკაში. აურიეთ ყველაფერი კარგად და მოზილაეთ ცომი.

გადაანაწილეთ პასკის ფორმებში. გამოაცხვეთ 160 გრადუსზე, 40 წუთით. ყველა ღუმელი განსხვავებულია, ამიტომ მზაობა გასინჯეთ ხის ჩხირით.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!