Queen-მა გამოავლინა აქამდე უცნობი, ემოციური სიმღერა, რომელიც ჩაწერილია ფრედი მერკურისთან ერთად 1988 წელს.
„Face It Alone“- ასე ქვია სიმღერას, რომელიც მომღერალმა ჩაწერა ალბომის The Miracle სესიების დროს. სიმღერის პრემიერა BBC Radio 2-ის ეთერში მოხდა.
„ეს მშვენიერია, ნამდვილი აღმოჩენა. ეს არის ძალიან ვნებიანი ნამუშევარი“,- თქვა დრამერმა.
სიმღერა არის ერთ-ერთი ექვსი გამოუქვეყნებელი სიმღერიდან, რაც წარმოდგენილი იქნება The Miracle-ის მომავალ სეტში. აქედან ოთხი მერკურის მონაწილეობითაა.
როგორც მედია წერს, სიმღრა ჩაიწერა ლონდონსა და შვეიცარიაში, როდესაც მერკურის აივ-ის დიაგნოზი დაუსვეს.
ფრედი მერკური 1991 წლის ნოემბერში, Queen-ის ბოლო ალბომის გამოსვლიდან 9 თვის შემდეგ გარდაიცვალა.