შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოებაკახეთში მშობიარობისას დაღუპული ჩვილის საფლავი გახსნეს – ნანახმა ოჯახი შოკში ჩააგდო

კახეთში მშობიარობისას დაღუპული ჩვილის საფლავი გახსნეს – ნანახმა ოჯახი შოკში ჩააგდო

amindi

სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი “ვეძებ”, სადაც ყოველდღიურად უამრავი შემაძრწუნებელი და შოკისმომგვრელი ისტორიები იწერება. ადამიანები ეძებენ მშობლებს, და-ძმებს, შვილებს – ზოგი პოულობს, ზოგიერთი სამწუხაროდ, ვერა.

ამჯერად, ჯგუფში დაიწერა, რომ ქალი 35 წლის წინ “გარდაცვლილ“ შვილს ეძებს, რადგან საფლავის გახსნისას აღმოჩნდა, რომ დამარხული ყუთი ცარიელი იყო.

“არ ვიცი საიდან დავიწყო, აქ დავპოსტე ვეძებდი 1985 წლის 1-ელ მაისს დაბადებულ 7-თვიან გოგოს, დღეს გავხსენით საფლავი, ნასახიც არაა ჩვილის, საერთოდ არავითარი ნაშთი, ეს იმას ნიშნავს, რომ სამშობიაროდან გამოტანებულ ყუთში ბავშვი არ იყო, რა გაატანეს, რა დაასაფლავეს, არ ვიცით, გთხოვთ შეიძლება სხვა წელშიცაა ჩემი ბავშვი გატარებული დაბადების მოწმობაში, … 1984-85-86 წლებში, გურჯაანის სამშობიაროში დაბადებულს ვეძებ…“, – წერს მშობელი.

 

 

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!