როგორც ჩანს ქალებს შორის სექსუალური დაუკმაყოფილობის სურვილი “გადაწყვეტილია”, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სექს-თოჯინების მწარმოებელმა კომპანიამ Sinthetics-მა დაამზადა მსოფლიოში პირველი მამარობითი სქესის სექს-თოჯინა. კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მამრი სექს-თოჯინა სიამოვნებას მიანიჭებს ქალებს და მას ყველაფერი აქვს ამისთვის, რა თქმა უნდა ცოცხალი ურთიერთობის გამოკლებით, თუმცა ბევრ ქალს ეგეც არ სჭირდება. ამერიკელმა ჟურნალისტმა კარლი სკიორტინომ(Karley Sciortino)რომელიც სექსუალურ თემებზე წერს სტატიებს, გადაწყვიტა საკუთარ თავზე გამოეცადა სექს-თოჯინა.
როგორც თვითონ განაცხადა, მსოფლიოში უკვე დიდი ხანია არსებობს სექს-თოჯინები მამაკაცებისთვის, ხოლო ქალებისთვის მსგავსი “სათამაშო” აკრძალული იყო. აღსანიშნავია, რომ კარლის უმოძრაო და დადუმებულ თოჯინასთან სექსი მოეწონა. სექს-თოჯინის შემქმნელმა ბრონვერ კელერმა აღნიშნა, რომ ქალებს ნამდვილად სჭირდებათ სექს-თოჯინები:”ჩვენ უკვე იმდენივე შეკვეთა გვაქვს კაცი-თოჯინების, რამდენიც მანამდე ქალი-თოჯინების გვქონდა.”
პორნო ვარსკვლავმა ჯესიკა რაიანმა უკვე შეიძინა სექს-თოჯინა და მასთან ვიდეორგოლის გადაღებასაც აპირებს. გოგონებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ თოჯინა ძალზე რეალურია და შეგრძნება თითქმის ისეთივეა, როგორც ცოცხალ მამაკაცთან ურთიერთობისას.”სხეულზე შეხება სასიამოვნოა, მათ თმაც კი თავის ადგილზე აქვთ”.