ჩუტყვავილა ქვეყანაში ისევ ცირკულირებს. მწვავე ვირუსული დაავადება ძირითადად მცირეწლოვან და სკოლის ასაკის ბავშვებია გავრცელებული. მოზრდილი ასაკის პაციენტებში კი ვირუსი გართულების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
პედიატრი თემურ მიქელაძე განმარტავს, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ბავშვების ინფიცირების შემთხვევაში.
„ბავშვებისთვის რჩევა არის სიცხის დამწევი საშუალებები, თუ არის მაღალი ტემპერატურა - 39.5 და ზევით. ვურჩევთ, რომ გამოიყენონ პარაცეტამოლის და არა იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატები, რამეთუ იბუპროფენმა შეიძლება მეორადად კანის ნეკროზები და ცელულიტები გამოიწვიოს.
პარალელურად, ბავშვებმა უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე. გამოვიყენოთ ინდიფერენტული, თუთის შემცველი მალამოები. არ უნდა შევღებოთ ბავშვები სხვადასხვა მწვანე, წითელი და ლურჯი ფერის სითხეებით. გავრცელებულია მითები, რომ არ შეიძლება ჩუტყვავილას დროს დაბანა. აუცილებელია დაბანა, რომ მეორადად არ მოხდეს. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული, უბრალოდ ორწლიანმა პანდემიამ ბავშვებსაც, მშობლებსა, ექიმებსაც გადაგვავიწყა ის ინფექციები, რაც მანამდე იყო“, - ამბობს მიქელაძე.