Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeრუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

spot_imgspot_img

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

„იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. იქ უკვე დაწყებულია საჭირო პროცედურა. 

დღეს იზიუმში უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტები იქნებიან. ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ იცოდეს, რა ხდება რეალურად და რა გამოიწვია რუსეთის ოკუპაციამ.

ბუჩა, მარიუპოლი, ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი. რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს. მან ამაზე პასუხი უნდა აგოს. მსოფლიომ რუსეთს პასუხი უნდა აგებინოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge