ტოკიოში, ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ, ვეტერინარებთან ერთად, შექმნა მოწყობილობა, რომელიც შინაური ცხოველების ტანზე მაგრდება და მას აგრილებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მოწყობილობა შედგება პატარა, მსუბუქი, ბატარეით მომუშავე ვენტილატორისგან, რომელიც ბადისებრ სამოსზეა მიმაგრებული.
პროდუქცია ხუთი სხვადასხვა ზომით იწარმოება და 9,900 იაპონური იენი (დაახლოებით 200 ლარი) ღირს.