ოთხშაბათი, ივლისი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიაშშ-ში, ქალმა სასტუმრო ოთახში მძინარე მძარცველი იპოვა

აშშ-ში, ქალმა სასტუმრო ოთახში მძინარე მძარცველი იპოვა

aviabiletebiaviabiletebi

აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ კანტონში ქალმა სასტუმრო ოთახში მძინარე უცნობი კაცი იპოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უცნობი მძარცველი აღმოჩნდა, რომელიც სახლში შეიჭრა, აუზში იცურავა და ვახშმიდან დარჩენილი შემწვარი ქათამიც შეჭამა, შემდეგ კი სასტუმრო ოთახში დაიძინა.

პოლიციამ კაცი დააკავა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მძარცველი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების გავლენის ქვეშ იყო. მას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

კაცს ბრალი ძარცვისთვის წაუყენეს და სასამართლო პროცესიც ჩაინიშნა.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!