პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებირუსეთმა Meta ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთმა Meta ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

რუსეთის ფედერალურმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა კომპანია Meta ტერორიზმსა და ექსტრემიზმში ჩართული ორგანიზაციების რეესტრში დაამატა. ამის შესახებ CNN წერს. 

გამოცემის ცნობით, რუსეთში Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანია აკრძალულია.

ეს აკრძალვა ახლა ბანკებს ავალდებულებს გაყინონ თანხები ამ სიაში მყოფი კომპანიებისთვის და შეაჩერონ მომსახურება მათ ანგარიშებზე.

21 მარტს მოსკოვის სასამართლომ Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა და განაცხადა, რომ Meta ხელმძღვანელობამ უკრაინიდან მომხმარებლებს რუსი სამხედროების წინააღმდეგ ძალადობის მოწოდების უფლება მისცა.

სასამართლომ ამერიკული კომპანიის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მარტის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხებოდა WhatsApp მესენჯერს, რომელიც ასევე Meta-ს ეკუთვნის, რადგან ის საჯაროდ არ ავრცელებს ინფორმაციას.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!