ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიის უდანაშულოა - ნახეთ რას ამბობს სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილზე

ის უდანაშულოა – ნახეთ რას ამბობს სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილზე

kompensacia frenebzekompensacia frenebze

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2018 წლის აგვისტოს ნაწილში, კონკრეტულად კი სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილში.

“სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საუბარია სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით პირველი ნაწილით, საუბარია 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – საუბარია 2019 წლის 1 აპრილის ეპიზოდი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით “ბ” ქვე პუნქტით, საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებას, ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. განაჩენი შეგიძლიათ მხარეებმა გაასაჩივროთ,”- აღნიშნა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. იმავე წლის 24 მაისს კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!