ოთხშაბათი, მარტი 27, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიგზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს.

,,საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან 19 ოქტომბრის 00:00 საათამდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 20 ოქტომბრის 00:00 საათიდან 22 ოქტომბრის 00:00 საათამდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!