პოლიტოლოგ ვანო მაჭავარიანის ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. გარდაიცვალა მისი 24 წლის ქალიშვილი, მარიამი. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ვანო მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. აღარ გვყავს ჩვენი მარიამი, ჩვენი ყველაფერი, ჩემი ანგელოზი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. უფალო მოგვეცი ძალა დავძლიოთ ეს უდიდესი განსაცდელი” – წერს ვანო მაჭავარიანი.
როგორც ცნობილი ხდება, გოგონა გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
„დღეს მთელი დღე თქვენზე ვფიქრობ…ღმერთმა მოგცეთ ძალა!“
„ვანო! ძალიან ვწუხვარ. წარმოუდგენელია“
„ვაიმე, ვანო… არც კი ვიცი, რა არის ამ დროს ნუგეში, როგორ გამოიხატება თანაგრძნობა… ვიზიარებ, მთელი გულით:((( გაძლება და ძალა
მოგცეთ გამჩენმა…“ – უწერენ პოლიტოლოგს კომენტარებში.