ტრაგედია დატრიალდა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ვანო მაჭავარიანის ოჯახში. პოლიტოლოგის 24 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
მომხდარი ტრაგედიის შესახებ ვანო მაჭავარიანი თავად წერს:
“დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. აღარ გვყავს ჩვენი მარიამი, ჩვენი ყველაფერი, ჩემი ანგელოზი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. უფალო მოგვეცი ძალა დავძლიოთ ეს უდიდესი განსაცდელი” – წერს ვანო მაჭავარიანი.
როგორც ცნობილი ხდება, გოგონა გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
„დღეს მთელი დღე თქვენზე ვფიქრობ…ღმერთმა მოგცეთ ძალა!“
„ვანო! ძალიან ვწუხვარ. წარმოუდგენელია“
„ვაიმე, ვანო… არც კი ვიცი, რა არის ამ დროს ნუგეში, როგორ გამოიხატება თანაგრძნობა… ვიზიარებ, მთელი გულით:((( გაძლება და ძალა
მოგცეთ გამჩენმა…“ – უწერენ პოლიტოლოგს კომენტარებში.
ვიდეო: ლინკი