ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვაროგორ მოვიქცეთ, თუ ფრენა გაუქმდა ან გადაიდო

როგორ მოვიქცეთ, თუ ფრენა გაუქმდა ან გადაიდო

frenis kompensaciafrenis kompensacia

ივლისის ბოლოდან მთელ მსოფლიოში დასვენებისა და მოგზაურობის პერიოდი იწყება.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც „შენგენის ზონაში“ უვიზოდ გამგზავრების შესაძლებლობა აქვთ, სულ უფრო ხშირად ისვენებენ ევროპის ქვეყნებში. მოგზაურობას მუდმივად ახლავს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და პრობლემები, მათ შორის უმთავრესი ფრენების გაუქმებასა და დაგვიანებას უკავშირდება.

ევროპაში უამრავი ავიაკომპანიაა, თუმცა ყველას საერთო პრობლემა აქვს – რეისების გადადება და გაუქმება.

კომპენსაცის მოთხოვნის ფორმა

ასეთ შემთხვევებს თან მოჰყვება მოგზაურთა გეგმების ცვლილებები და გაუთვალისწინებელი ხარჯები, ხანდახან კი, შეიძლება მოგზაურობა საერთოდ აღარ შედგეს. რა შეიძლება გავაკეთოთ ასეთ სიტუაციაში.

დაგვიანებული რეისი

თუ რეისი უბრალოდ იგვიანებს და თქვენ სხვა რეისზე გადაჯდომისთვის დრო გყოფნით, მაშინ ლოდინის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს. თუმცა, ევროკავშირის წესების მიხედვით, 2-საათიანი ლოდინის შემდეგ, მგზავრს შეუძლია, მოითხოვოს უფასო კვება და სასმელი. ასეთ შემთხვევაში მგზავრებს სპეციალურ ვაუჩერს აძლევენ, რომლითაც აეროპორტში საკვების შეძენაა შესაძლებელი. არსებობს შემთხვევები, როდესაც მგზავრს შეუძლია, თავისი ხარჯით მიირთვას და შემდეგ ავიაკომპანიას ამ თანხის ანაზღაურება მოსთხოვოს. თუმცა, ასეთ დროს აუცილებელია ავიაკომპანიის წარმომადგენელთან კონსულტაციის გავლა და მგზავრთა კვებისთვის გამოყოფილი თანხის ლიმიტის დადგენა.

თუ რეისი სამიდან ხუთ საათამდე დაიგვიანებს, მგზავრს აქვს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია, რომლის ოდენობაც გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტს შორის მანძილზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია ეს მანძილი, მით მეტია კომპენსაცია. 5-საათიანი დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრს ბილეთში გადახდილი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს.

თუ თქვენი მოგზაურობა ერთი რეისიდან მეორეზე გადაჯდომას ითვალისწინებს და ორივე ფრენას ერთი ავიაკომპანია ახორციელებს, მაშინ თქვენ შეგიძლიათ, ბილეთის უფასოდ შეცვლა მოითხოვოთ. თუმცა, თუ სხვადასხვა კომპანიის თვითმფრინავით მგზავრობთ, მაშინ პრობლემის გადაწყვეტა თავად მოგიწევთ.

გაუქმებული ფრენა

ფრენა შეიძლება გაუქმდეს, თუ ეკიპაჟის წევრები ან პილოტები გაფიცული არიან. ამ შემთხვევაში, მგზავრებს წინასწარ აცნობებენ. მათ სთავაზობენ ბილეთში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ან სპეციალურ ვაუჩერს, რომლითაც ახალი ბილეთის შეძენაა შესაძლებელი. ეს უსიამოვნოა, თუმცა ასეთ დროს თქვენ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და დრო მაინც გრჩებათ.

თუ რეისის გაუქმების შესახებ აეროპორტშივე შეიტყვეთ, მაშინ მთავარი ამოცანა დანიშნულების ადგილამდე ჩაღწევაა. ასეთ დროს მგზავრმა უნდა იცოდეს, კიდევ რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენას მისთვის სასურველი მიმართულებით. აუცილებელია იმ ვებპორტალების შემოწმება, რომლებიც ასეთ ინფორმაციას იძლევიან. ამასთან, მიზანშეწონილია დანიშნულების ადგილამდე მატარებლით ჩასვლის შესაძლებელობის გადამოწმებაც.

არსებობს შემთხვევები, როდესაც ფრენა ღამით უქმდება. ასეთ დროს ავიაკომპანიების ნაწილი მგზავრს სასტუმროში გადაყვანას სთავაზობს. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, თუ ფრენის გაუქმების შესახებ გვიან საღამოს გახდა ცნობილი, მაშინ ავიაკომპანიის ოფისი შეიძლება არ მუშაობდეს. ამას გარდა, ბევრ ევროპულ ქალაქში აეროპორტებს ღამით კეტავენ კიდეც. ამ შემთხვევაში, ღამის გათენება მგზავრს საკუთარი ხარჯებით მოუწევს, თუმცა მან აუცილებლად უნდა შეინახოს ყველა ქვითარი, რომელსაც შემდეგ კომპანიას წარუდგენს და ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია, მგზავრის მიერ დახარჯული თანხა აანაზღაუროს, იმის მიუხედავად, რა მიზეზით გაუქმდა ფრენა.

კომპენსაციის ოდენობა

კომპენსაცია ფრენებზე

ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს განკარგულება 261/2004, რომლის მიხედვითაც, რეისის სამი საათით დაგვიანების დროს, მგზავრს აქვს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია. მისი ოდენობა კი, დამოკიდებულია გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს შორის მანძილზე. თუ ეს მანძილი 1500 კილომეტრია, მაშინ თითოეულ ადამიანს დაახლოებით 250 ევრო ეკუთვნის, 1500-3500 კილომეტრამდე – 400 ევრო, 3500 კილომეტრზე მეტი – 600 ევრო. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია რეისის გაუქმების ან დაგვიანების მიზეზზე.

ავიაკომპანიებს კომპენსაციის გადახდის სურვილი არასდროს აქვთ. ასეთ შემთხვევაში, ავიაგადამზიდავს მოუწევს დამტკიცება, რომ ფრენის დაგვიანება ან გაუქმება განსაკუთრებულ გარემოებას უკავშირდებოდა. ამასთან, თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა „განსაკუთრებულ გარემოებად“ არ ითვლება.

„განსაკუთრებული გარემოება“ შეიძლება იყოს თვითმფრინავზე მეხის დაცემა, ან ძრავში ფრინველის შეღწევა, სტიქიური უბედურება, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს სხვადასხვა ნიუანსი. „განსაკუთრებულ შემთხვევად“ ასევე ითვლება გაფიცვა, პოლიტიკური არეულობა ან ამა თუ იმ ქვეყნის მიერ ფრენაზე დაწესებული შეზღუდვა. ასევე მგზავრის ჯანრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან გარდაცვალება.

კომპენსაციის მისაღებად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებმა ან დამოუკიდებლად უნდა იმოქმედონ ან მიმართონ იურიდიულ ფირმებს, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ. აღნიშნული კომპანიების მოძიება ინტერნეტით მარტივად არის შესაძლებელი. ეს ფირმები კონკრეტული მგზავრების ოფიციალური წარმომადგენლები ხდებიან და კომპენსაციის მიღების შემდეგ, თანხის მეოთხედ ნაწილს თავად იტოვებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ განკარგულება 261/2004 მხოლოდ ორ შემთხვევაში მოქმედებს: თუ მგზავრი ევროკავშირის ქვეყნიდან მიფრინავს; თუ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოდან ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მიფრინავს იმ ავიაკომპანიის ლაინერით, რომელიც ევროკავშირშია ბაზირებული.

რა თქმა უნდა, ყველა ავიაკომპანია ცდილობს, თავი აარიდოს კომპენსაციის გადახდას და 200 განრისხებული მგზავრის პრობლემების გადასაჭრელად ხშირად მხოლოდ ერთი თანამშრომელია გათვალისწინებული. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მგზავრმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე, იცოდეს უფლებები და სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედოს.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!