დაკარგული ან დაზიანებული კბილები გაქვთ, რაც დისკომფორტს გიქმნით და თავდაჯერებულობაზეც აისახება? – გამოსავალი ცირკონო და მეტალო-კერამიკული კბილებია. ეს პროცედურა მხოლოდ ესთეტიკური გაუმჯობესებისთვის არ ტარდება. მას კბილის ფუნქციის დაბრუნება შეუძლია.
ისეთ მაღალი დონის კლინიკაში, როგორიც არის Smile studio პროცესს კვალიფიციური სტომატოლოგები წარმართავენ, რომლების პაციენტების ინტერესების დაცვით მოქმედებენ.
სტომატოლოგიური რესტავრაციის წარმატება ხშირად სწორად შერჩეულ მასალაზეა დამოკიდებული. დღესდღეობით, საქართველოში სწორედ ეს ორი ყველაზე მოთხოვნადი ვარიანტია – მეტალო-კერამიკული და ცირკონო კერამიკის კბილები. ისინი ერთმანეთისგან ვიზუალით, გამძლეობითა და ფასით განსხვავდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს, მის ესთეტიკურ და ფუნქციურ საჭიროებებს რომელი მასალა შეესაბამება.
რა მახასიათებლები გამოარჩევს ცირკონო და მეტალო-კერამიკულ კბილებს?
სტომატოლოგიაში კერამიკა, როგორც ბიოშეთავსებადი, ესთეტიკური და გამძლე მასალა ხშირად გამოიყენება. ის ბუნებრივი კბილის ფორმასთან და ფუნქციასთან მაქსიმალურად მიახლოებულია – სწორედ ეს განაპირობებს მის პოპულარობას.
მეტალო-კერამიკული კბილები მეტალის კარკასისა და კერამიკული საფარისგან შედგება. მასალა განსაკუთრებით საიმედო და გამძლეა, მაგრამ ვიზუალურად ცოტა უფრო ხელოვნურია და ღრძილის კიდესთან შესაძლოა ლურჯი ან მუქი ხაზი გამოკვეთოს. სწორედ ამიტომ ამჯობინებენ უკანა კბილებზე, სადაც ესთეტიკაზე მნიშვნელოვანი გამძლეობაა ხოლმე.
ცირკონო-კერამიკული კბილი კი, ბუნებრივ კბილს ძალიან ჰგავს, არ შეიცავს მეტალს და იდეალურად ერწყმის ღრძილს. შეიძლება ითქვას, რომ წინა კბილების აღდგენისთვისაა შესაფერისი. თუმცა, ამავდროულად, პოპულარულია უკანა კბილებზეც, რადგან ცირკონი ძალიან გამძლეა.
მეტალო კერამიკის კბილის ფასი საქართველოში
მეტალო კერამიკის კბილის ფასი საქართველოში სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, კლინიკის დონეზე, გამოყენებულ მასალაზე, ექიმის გამოცდილებასა და ლაბორატორიის სიზუსტეზე.
ასევე, პროცედურის ღირებულება შესაძლოა განსხვავებული იყოს კლინიკის მდებარეობის გამოც. შეიძლება მომსახურება რეგიონებში უფრო იაფი იყოს, ვიდრე დედაქალაქში. აღსანიშნავია, რომ ეს მასალა იდეალურია მაშინ, თუ მთავარი მოთხოვნა სიმტკიცე და სტაბილურობაა.
ცირკონო კერამიკის კბილები ფასი და უპირატესობები
თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ ცირკონო კერამიკის კბილები ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მეტალო კერამიკის.
ღირებულება ობიექტური ფაქტორების გამო განსხვავდება. ესენია: ბუნებრივთან მაქსიმალური მსგავსება, ანტიაალერგიული თვისებები და ხანგრძლივი გამძლეობა.
როდესაც კონკრეტული პროცედურის ღირებულებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია სტომატოლოგის გამოცდილება და კლინიკის თანამედროვე აღჭურვილობა თუ მიდგომა.
როგორ ავირჩიოთ სანდო კლინიკა?
შეიძლება ითქვას, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ კლინიკის არჩევაა. არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომელთა გათვალისწინებაც სანდო სტომატოლოგიურის მოძებნაში დაგეხმარებათ.
ყურადღება მიაქციეთ: ექიმის გამოცდილებასა და კლინიკის რეპუტაციას; ლაბორატორიის სიზუსტეს; მასალის სერტიფიცირებულობასა და გარანტიის პირობებს.
ხშირად, მომხმარებელი არჩევანს მხოლოდ ფასიდან გამომდინარე აკეთებს. ხარისხიანად დამზადებული გვირგვინი ესთეტიკური, ბიოშეთავსებადი, გამძლე და ინდივიდუალურად მორგებული უნდა იყოს. სწორედ ხარისხით აიხსნება პროცედურის შედარებით მაღალი ღირებულებაც. უფრო ძვირის გადახდა, ზოგჯერ, შესაძლოა სამომავლო ინვესტიცია იყოს. ვინაიდან, მასალა მრავალწლიანი გამძლეობით გამოირჩევა.
Smile studio არის პროფესიონალ სტომატოლოგთა გუნდით დაკომპლექტებული კლინიკა, სადაც თითოეული პროცედურა თანამედროვე აპარატურითა და ყველა საჭირო სტანდარტის დაცვით ტარდება.
სტომატოლოგიური პრობლემის მოგვარების ეფექტური გზა
ორივე მასალა – ცირკონო და მეტალო-კერამიკული კბილები სხვადასხვა სტომატოლოგიურ პრობლემას აგვარებს და პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებას ხელს უწყობს.
მასალებს შორის არჩევანის გაკეთებამდე ვიზუალური მხარე, გამძლეობა, ფასი და ექიმის რეკომენდაცია გაითვალისწინეთ. სწორად შერჩეული კერამიკა და პროფესიონალურად ჩატარებული პროცედურა არა მხოლოდ ლამაზ ღიმილს, არამედ თქვენს კომფორტსა და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. შედეგი კი, წლების განმავლობაში სახეზეა.







