ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ეს ცისფერთვალება ბიჭი რა შუაშია, დუმბაძის კუკარაჩა შავტუხა უნდა იყოს“ - ვინ...

„ეს ცისფერთვალება ბიჭი რა შუაშია, დუმბაძის კუკარაჩა შავტუხა უნდა იყოს“ – ვინ იწუნებდა ლევან უჩანეიშვილს კუკარაჩას როლზე

frenis kompensaciafrenis kompensacia

ჩემი „კუკარაჩა“ ნანახი გაქვს?“ - ფრაზას, რომლითაც ქეთი დოლიძეზე ხუმრობენ, რეჟისორი ასე ჰპასუხობს:

„ეს ფრაზა ნამდვილად ვთქვი და ყოველთვის ყველას ვეტყვი. „კუკარაჩა“, პირველ რიგში, ნოდარ დუმბაძის არის, მაგრამ ჩემიც არის“.

რეჟისორი „პრაიმტაიმთან“ იხსენებს ისტორიებს, რომლებიც ფილმის გადაღებას მოჰყვა. 

ქეთი დოლიძე: - მამამ „კუკარაჩა“ რომ წაიკითხა, ნოდარს დაურეკა: მომეცი უფლება, მე და ჩემმა ქალიშვილმა ერთად გადავიღოთ მასზე ფილმიო. ბატონი ნოდარი ფანტასტიკური ადამიანი იყო. ბატონო სიკო, თქვენ რამე ისურვეთ და რაზეა ლაპარაკიო, უპასუხა.

მსახიობების არჩევა რომ დავიწყე, მამაც და ბატონი ნოდარიც ავად გახდნენ და ლოგინად ჩაწვნენ. დავიწყე გადაღებები; პირველად აფთიაქის ეპიზოდს ვიღებდით.

არის ასეთი ტრადიცია, გადაღებები რომ იწყება, შამპანური უნდა გაიხსნას და ბოთლი კამერაზე უნდა გატყდეს. მე, ზაზა კოლელიშვილმა და ლევან უჩანეიშვილმა ვიყიდეთ ორი ბოთლი შამპანური და მივედით მამასთანაც და ბატონ ნოდართანაც. მათ უკან დაგვიბრუნეს შამპანური, დაგვლოცეს და ეს ბოთლები კამერის ფეხზე გავტეხეთ.

შავი მასალა დაახლოებით ოთხ საათიანი იყო. შევკარი თუ არა, ნოდარს და მამას ვაჩვენე. ბატონი ნოდარი ძალიან კმაყოფილი გადამეხვია და მამაჩემივით მომმართა - ქეთევანა, ეს არის ნამდვილი ნოდარ დუმბაძე.

მე ვამაყობ იმით, რომ იმ დროს „ლიტერატურნაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნოდარ დუმბაძემ თქვა: მე დიდ პატივს ვცემ ყველას, ვინც ჩემ ნაწარმოებებზე ეკრანიზაცია გადაიღო, მაგრამ თუ ლაპარაკია იმაზე, რომელია ნამდვილი დუმბაძე, მე ვიტყვი, რომ ეს არის ლეილა გორდელაძის „ძაღლი“ და ქეთი დოლიძის „კუკარაჩაო“. ეს იყო ავტორისგან აბსოლუტური აღიარება. ამაზე მეტი რა უნდა მიმეღო...

ფილმი თავიდან ბოლომდე მე გადავიღე. მამას სახელი კი სიმბოლურად დავაწერე. საერთოდ არ ჩარეულა ფილმში.

1982 წელს მამა ფილმის პრემიერას ვერ დაესწრო, ცოცხალი აღარ იყო. 

„კუკარაჩა“ ძალიან მიყვარს. ვისაც მე არ ვუყვარვარ და არ მოვწონვარ და ასეთები მრავლად მყავს, ისინი აღარც ნოდარ დუმბაძეზე ფიქრობენ, აღარც არაფერზე... და დამცინიან - „ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვს“ ეს ფრაზა ნამდვილად ვთქვი და ყოველთვის ყველას ვეტყვი. ის, პირველ რიგში, ნოდარ დუმბაძის არის, მაგრამ ჩემიც არის.

ახლა მსახიობების არჩევაზე მოგიყვებით ისტორიებს. არავინ იყო თანახმა, რომ კუკარაჩას როლი ლევან უჩანეიშვილს ეთამაშა. რეზო ჩხეიძისა და ირაკლი კვირიკაძის გარდა, მთელი 42 კაციანი სამხატვრო საბჭო წინააღმდეგი იყო. - ეს ცისფერთვალება ბიჭი რა შუაშია, დუმბაძის კუკარაჩა შავტუხა უნდა იყოსო - ვენები გადაიჭრეს. კლიშე! ნოდარის აღწერილი კუკარაჩა აბსოლუტურად არ არის ლევან უჩანეიშვილი ისევე, როგორც ნინელი ჭანკვეტაძე არ არის დუმბაძის ინგა. 

- და თქვენი როგორ გაიტანეთ?

- გავიტანე, მე რას არ გავიტან?! ვხუმრობ. ეს იყო აბსოლუტურად რეზო ჩხეიძის დამსახურება. მან თქვა, მე ვენდობი ქეთი დოლიძეს, თუ ის ამ როლში ლევანს ხედავს, ე.ი. ლევანი უნდა იყოს და აღარ გვინდა ამაზე კამათიო.

და ეს ფილმი ლევანის სავიზიტო ბარათად დარჩა. სხვათა შორის, ნინელის სავიზიტო ბარათიც ინგაა, ჯერჯერობით. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება კი არ არის, ასე ხდება. ბევრს თამაშობენ, როლებს ასრულებენ, მაგრამ მაინც ერთი მთავარი როლის არტისტებად რჩებიან. ასე დარჩნენ ნინელი და ლევანი ინგად და კუკარაჩად. ნინელის არავინ  ართმევს მის თეატრალურ როლებს და მთელ შემოქმედებას, მაგრამ ფაქტია, ინგად და კუკარაჩად  დარჩნენ. რა გავაკეთოთ? ისევე როგორც ლეილა აბაშიძის შემოქმედების მთავარ როლად დარჩა ჭრიჭინა. 

სხვათა შორის, ზაზა კოლელიშვილზეც მითხრეს, ძალიან სიმპათიურია, ეს მურტალო არ არისო. მურტალო რომ ჰქვია, აუცილებლად მურტალო კი არ უნდა იყოს, ეკრანი სხვა რამეა. თან არ შეიძლება, ასეთი სიყვარული შეეძლოს, ასე იქცეოდეს, ამდენ ყვავილებს უგზავნიდეს ქალს და იყოს ერთმნიშვნელოვნად საზიზღარი გარეგნობის. ასე არ მინდოდა. ქურდებს ასეთი სახელი ჰქვიათ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ შეხედავ და მურტალია. სწორადაც მოვიქეცი. ზაზას შემთხვევაშიც, შეთეც და მურტალოც გამორჩეული როლებია.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!