პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიროგორ გამოიყურება და რას საქმიანობს დღეს ლირსა ფილმიდან „ყვარყვარე“  

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს დღეს ლირსა ფილმიდან „ყვარყვარე“  

aviabiletebiaviabiletebi

„ამ ქვეყანაზე, არაფერი რომ აღარ გავაკეთო, ეს სწორედ ის ფილმია, რომელმაც ლეგენდარულ მსახიობებთან ერთად, უდიდესი სიამოვნება და წარმატება მომიტანა.

მადლობელი ვარ ღმერთის! იღბალიც იყო ალბათ, რომ ასეთი მსახიობების გვერდით მოვხვდი...“ - ქეთევან შარიქაძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

რეჟისორ დევი აბაშიძის ფილმი „ყვარყვარე“, 1978 წელს გამოვიდა ეკრანებზე, სადაც მთავარ როლებს, მეოცე საუკუნის ლეგენდარული მსახიობები დოდო აბაშიძე, ეროსი მანჯგალაძე, შოთა გაბელაია, კახი კავსაძე, ვასილ ჩხაიძე და სხვები ასრულებენ.

ბევრმა არ იცის, რომ ფილმის ერთ-ერთ გმირს,  ლირსა (კაკუტას მეუღლე), ქ. ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის დრამატული თეატრის 79 წლის მსახიობი ქეთევან შარიქაძე ასრულებს, რომელიც დღემდე მოქმედი თანამშრომელია.

„ძველი თაობის წარმომადგენლებს, ბევრ ადამიანს ახსოვს, მაგრამ ახალგაზრდებს, ნაკლებად - ჭიათურაშიც კი არ იციან, რომ ჩემ გმირს ლირსა ჰქვია,“ - ამბობს მსახიობი.

 „პირველი ჩემი შეხვედრა, მსახიობ ეროსი მანჯგალაძესთან იყო. დოდომ (აბაშიძე) მიმიყვანა და უთხრა, „გაიცანი შენი მეუღლეო“.  ორივეს ძაღლები გვყავდა – ეროსის ძაღლი ტანგო და ჩემი ლინდა.

ძირითადად, ძაღლებმა დაგვაახლოვა, მეტი სალაპარაკო თემა არ გვქონდა. ფილმში, კაკუტას (ეროსი მანჯგალაძე) მეუღლე ვიყავი.

ეროსი ძალიან მორიდებული ადამიანი იყო. როცა საუბრობდა, თვალებში არ გიყურებდა. ქუჩარა (შოთა გაბელაია) საოცარი, უკეთილშობილესი ადამიანი იყო,“ - ამბობს შარიქაძე.

შეგახსენებთ, რომ მისი პირველი როლი, ფილმში, რეჟისორ ელდარ შენგელაიას „სამანიშვილის დედინაცვალი“(1977 წ.) იყო, სადაც ვერიჩკას გმირს ასახიერებს.

77 წლის იუბილეზე, 2019 წელს, ქეთევან შარიქაძეს „ჭიათურის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიანიჭეს.

„მეორე დღეს მართვის მოწმობა ავიღე და მას შემდეგ, საჭესთან ვზივარ. „გინესის წიგნში“ ვარ შესატანი“ - ამბობს მსახიობი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.  

 

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!