ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსის მე-16 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.



 
                                    




 
                 
     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
   
         
   
         
   
         
   
         
   
         
   
         
   
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
        