სამშაბათი, აპრილი 22, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბებითელავში 8 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა და... - ნახეთ რა იფორმაცია გავრცელდა
თვითფრინავის ბილეთები

თელავში 8 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა და… – ნახეთ რა იფორმაცია გავრცელდა

frenis kompensaciafrenis kompensacia

თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი, თბილისში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, ავარიის შედეგად დაშვებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, რის გამოც კატასტროფის მედიცინის ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, რომ მცირეწლოვანს, ავტომობილი დედის თვალწინ დაეჯახა.

“დედა გზის მეორე მხარეს ელოდებოდა, რომ ბავშვი გადასულიყო. მის თვალწინ მოხდა ყველაფერი, ან როგორ უნდა გამოვიდეს ქალი ამ შოკიდან. არც ეს ავტომანქანა მოძრაობდა სწრაფად და რანაირად მოხდა შეჯახება, ვერ გეტყვით, თვალებიდან არ ამომდის ეს სურათი”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში, დღეს მოხდა.

8 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როცა ის გზაზე გადასვლას ცდილობდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით