მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ხანგრძლივი ტაიმ-აუტის შემდეგ, ჟურნალ სარკესთან 2017 წელს ალაპარაკდა და გაამხილა თუ რატომ გაქრა ტელეეკრანებიდან.
– ამ სეზონზე პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობა აღარ მივიღე. დამირეკეს და მითხრეს შოუს აღარ წაიყვანო. “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერ აქციაზე მივედი და ამ ამბის მერე “იმედმა” უარი მითხრა. ეს ამბავი არც გამიპროტესტებია, ასეთი რაღაცეები სასაცილოა.
როგორც ნანკამ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, მართალია “რუსთავი 2”-ის აქციაზე მივიდა, მაგრამ ის აპოლიტიკური ადამიანია.
“აქციაზე ადრეც მივსულვარ, მაგრამ პრობლემა არ ყოფილა. ეტყობა ამ ბოლო
დროს, სხვანაირად ხედავენ ყველაფერს. აქციაზე იმ მოტივით მივედი, რომ მგონია ქვეყანაში უნდა არსებობდეს ოპოზიციური არხი. ჩემს იქ მისვლას პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია”- განაცხადა კალატოზიშვილმა.
წყარო: sarke.ge