შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიმეზობლებს ატყუებდა რომ… – 22 წლის ბიჭზე, რომელმაც საკუთარი მამა მოკლა შოკისმომგვრელი...

მეზობლებს ატყუებდა რომ… – 22 წლის ბიჭზე, რომელმაც საკუთარი მამა მოკლა შოკისმომგვრელი რამ გახდა ცნობილი

aviabiletebiaviabiletebi

სასტიკი მკვლელობა თერჯოლაში – 22 წლის კაცმა, რომელმაც საკუთარი მამა მოკლა, ცხედარს მალავდა და მეზობლებს ატყუებდა, თითქოს ის სახლში არ იყო. არსებული ინფორმაციით, შვილმა 60 წლამდე მამას დაზიანებები ნაჯახით, საწოლში მიაყენა. შემთხვევა აღდგომის ღამეს მოხდა.

სოფელში ამბობენ, რომ მამის მკვლელობაში ბრალდებულს, 22 წლის ახალგაზრდას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მედიკამენტებსაც იღებდა. მკვლელობას წინ მამა-შვილს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

მამაკაცი რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც მეზობლები დაინტერესდნენ, სად იყო 57 წლის კაცი, რაზეც შვილმა მათ უპასუხა, რომ მამა სახლიდან გავიდა და უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც აღარ უნახავს.

ამის შემდეგ, მეზობლებს ეჭვი გაუჩნდათ, სახლში შევიდნენ და კაცი საკუთარ საწოლში, მოკლული ნახეს.

ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს.

წყარო: primetime.ge

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!