"ძალიან გულდაწყვეტილი დაგაბრაზებული ვარ.
ჩემი მეუღლე ვოლტის კურიერია, დღეს ცინცაძეზე დიდ ორმოში ჩაარტყა სკუტერი და ძლივს გადარჩა რომ არ დამტვრეულიყო ( რატომ გვაქვს გზები ასეთი მოუწესრიგებელი!!!) მაგრამ სხვა რამეს გიყვებით, მოკლედ ჩარტყმის დროს ტელეფონი ამოხტა ჩასადებიდან და გაფრინდა. ჩემმა მეუღლემ შეძლო თავის შეკავება, რომ არ დამტვრეულიყო და მობრუნება ტელეფონის ასაღებად რომელიც არც კი იცოდა ვარგოდა თუ არ. ჰოი საოცრებავ ვიღაცამ დაინახა ადამიანი როგორ იმტვრეოდა,იხელთა დრო, აიღო ტელეფონი და გაქრა.
კითხვა 1) 21-ე საუკუნეში ვინმე არის ისეთი რომელმაც არ იცის რომ მოპარულ ტელეფონს ვერ იხმარს?
კითხვა 2) სად დავკარგეთ ადამიანობა? ხედავ ადამიანი წვალობს შრომობს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ტელეფონი თან ხედავ რომ კინაღამ დაიმტვრა და ესეთ რამეს აკეთებ.
გვეშველებაა ოდესმე რამეეე
სად გაქრა ადამიანობა? იმის მაგივრად ხელი გაუწოდო ადამიანს რომელიც იქცევა, პირიქით ხელს კრავთ? გული მწყდება ამ საზოგადოების ნაწილი რომ ვარ"