შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები"არიან დაღუპულები და დაშავებულები" - სუდანში საჰაერო დაპირისპირების გამო 30 მდე ქართველი...

“არიან დაღუპულები და დაშავებულები” – სუდანში საჰაერო დაპირისპირების გამო 30 მდე ქართველი ჩარჩა

aviabiletebiaviabiletebi

ავიაკომპანია Geo Sky-iის გენერალური დირექტორის, ლაშა კიკნაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სუდანში ჩარჩენილი კომპანიის თანამშრომლები უსაფრთხოდ იმყოფებიან.

დაპირისპირების ადგილიდან საქართველოს მოქალაქეების გამიყვანა ამ როდემდე ვერ ხერხდება. საგარეო უწყების ცნობით, ამ დროისთვის სუდანში 30-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. მათგან 20-მდე ავიაკომპანია Geo Sky-ის თანამშრომელია.

როგორც ლაშა კიკნაძე ამბობს, ევაკუაციისთვის ყველა უწყება მზად არის და როგორც კი შესაძლებლობა იქნება, საქართველოს მოქალაქეებს სუდანიდან გამოიყვანენ.

“დავუკავშირდით საკონსულოს, გაეროს, ჩავრთეთ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო. ახლა ყველა იმყოფება უსაფრთხო ადგილას, თავის საცხოვრებელ ბინაში, სადაც არიან განთავსებული. ველოდებით, თუ შეთანხმდებიან მხარეები, რომ დროებით მაინც შეწყდეს ცეცხლი, რომ უზრუნველვყოთ მათი ევაკუაცია. როგორც კი იქნება იმის საშუალება, რომ ცეცხლი შეწყდეს დროებით, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო, გაერო, ჩართულია ყველა თუკი ვინმე შეიძლება იყოს ჩართული”, – თქვა ლაშა კიკნაძემ.

ცნობისთვის, სუდანში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” (RSF) შორის დაპირისპირება გრძელდება. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ორშაბათს საჰაერო თავდასხმებმა და დაბომბვამ დაარტყა დედაქალაქ ხარტუმის ნაწილს და მიმდებარე ქალაქ ომდურმანს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!