ხუთშაბათი, ივნისი 8, 2023
ფრენები
მთავარიახალი ამბები”გამოძახებაზე მისული ექიმებით სავსე ლიფტი მოწყდა და ჩავარდა…” – საზარელი შემთხვევა აღდგომა...

”გამოძახებაზე მისული ექიმებით სავსე ლიფტი მოწყდა და ჩავარდა…” – საზარელი შემთხვევა აღდგომა დღეს

wizz airis aviabiletebiwizz airis aviabiletebi

რუსთავში, მე-15 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი” კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივის ცნობით, შემთხვევის დროს ლიფტში გამოძახებაზე მყოფი სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ექიმები იმყოფებოდნენ.

„გუშინ 3 ადამიანი შევიდა ლიფტში, სასწრაფოს ექიმები და მესამე სართულიდან კარი დაიკეტა თუ არა, კაბინა მოწყვეტით ჩავარდა და გაჩერდა მესამე-მეორე სართულებს შორის. საშინელი ხმაური იყო. გავაღეთ ეს კარები და სასწრაფოდ ამოვიყვანეთ, დაიხურა თუ არა, ცოტა ხანში ლიფტმა ისევ ჩაიწია ცოტა. იმის საშიშორებაც იყო, რომ რაღაცა ცუდი მომხდარიყო ამოყვანის დროსაც, მაგრამ ჩვენ უფრო შეგვეშინდა, კაბინა კიდევ დაბლა არ ჩავარდნილიყო და რამე ცუდი შედეგით არ დასრულებულიყო.

მთელი სამეზობლო აქ იყო, წივილ-კივილით შეიკრიბნენ იმიტომ, რომ ყველას თავისი ვიღაცა ეგონა. კედლები ზანზარებდა. ადრეც მოხდა რამდენჯერმე ეგრე”, – უყვება “ინფო რუსთავს” კორპუსის მცხოვრები.

ა(ა)იპ “რუსთავის კორპუსის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლიფტი არ ჩავარდნილა.

“ლიფტი არ ჩავარდნილა, გაფუჭდა. ჩასმულია რეაბილიტაციის სიაში, ტენდერი გამოცხადებულია და როცა დაიწყება სამუშაოები, აღნიშნული ლიფტი გამოიცვლება”, – აცხადებენ რუსთავის კორპუსში.

kompensacia frenebzekompensacia frenebze
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

aviabiletebi avia.ge