საშინელება დატრიალდა დიდ დიღომში. პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილ მოზარდს დაზიანებები აქვს. ექიმები რამდენიმე საათის მანძილზე ცდილობდნენ გოგონასთვის გულის ამუშავებას, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ვინ გაიმეტა ასე ჩვენი პატარა ანგელოზი?; როგორ ვერავინ ვერ გავიგეთ ხმა, როგორ ვერავინ ვერ შევნიშნეთ” – ამბობენ ადგილობრივები.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.