პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებითბილისის ქუჩები, სადაც დღეს შუქი და წყალი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს შუქი და წყალი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო, 17 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიოს, გმირთა მოენის მიმდებარე ტერიტორიის, სააკაძის მოედნის  მიმდებარე ტერიტორიის, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გაგარინის, სანაპიროს და ბროწეულის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ),  პეკინის გამზირის  (ნაწილობრივ),  ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის, ბაქტერიოფაგის მიმდებარე ტერიტორიის, ტაშკენტის,  შარტავას, იოსებიძის,  ცაგარელის, დები იშხნელების, კანდელაკის, გოთუას, ფანჯიკიძის, მგალობლიშვილის,  არდაზიანის, ზემო ვეძისის, ქვემო ვეძისის, იმედაშვილის, გაგარინის, ლვოვის, თაბუკაშვილის, სოკრატ არშბას, აკაკი გახოკიძის, ვაზისუბნის, ისაკაძის, ჩერქეზიშვილის, ზოვრეთის, ოდესის, ოდიშელიძის, ოჩამჩირის, ანაგის, სახოკიძის, დარასელიას, ონიაშვილის, ბრეგვაძის, კუტუზოვის, ალექსიძის, ასლანიდის, ბერბუკის, კვერნაძის,  ალმასიანის, ბოჭორიშვილის,  აფაქიძის, კოსტავას, ფიზკულტურის,  ტყვარჩელის, ბროწეულის, სანაპიროს, ხვიჩიას, მეფე მირიანის,  სტრაბონის და არქანჯელო ლამბერტის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ქუთათელაძის და აკაკი გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), იპოლიტოვ-ივანოვას, გობრონიძის, ბუგეულის, სნოს, ჩხარის, ზნაკვის, ვარდისუბნის, 26 მაისის და რომან ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის  გამზირის და კოსტავას ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტერენტი გრანელის, ოსიაურის, ლენტეხის და ლანჩხუთის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

რაც შეეხება წყლის მიწოდებას:

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს.

,,17 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ქობულეთის ქუჩაზე, წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

გადაუდებელი სამუშაოები 17 მარტს, 16:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 17 მარტს, 16:00 საათიდან 18 მარტის ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში – რაზმაძის, არაყიშვილის და კეკელიძის ქუჩების ნაწილს; შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის,  ჟვანიას, მცხეთის, ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, ჯანაშვილი, ქუთათელაძის, შროშის, რადიანის, შოშიტაიშვილის ქუჩებს და არაყიშვილის II ჩიხს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!