ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები,,ვხედავდი, პატარა ცხედარს როგორ ეხუტებოდნენ დედა და მამა, თითქოს, გაყინული სხეულის გათბობას...

,,ვხედავდი, პატარა ცხედარს როგორ ეხუტებოდნენ დედა და მამა, თითქოს, გაყინული სხეულის გათბობას ცდილობდნენ…” – რას ყვებიან 12 წლის გოგონას მკვლელობაზე

amindi

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები, სამართალდამცველები. ექიმები რამდენიმე საათის მანძილზე ცდილობდნენ გოგონასთვის გულის ამუშავებას, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორც ,,პრაიმტაიმთან" ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, ადგილზე მისულს საშინელი სურათი დახვდა.

„ამ ტრაგედიას სახელი არ აქვს! რომ ვიცოდე ვინ ჩაიდინა ეს შემზარავი დანაშაული, ზუსტად ვიცი, არ დავიხევდი უკან და ჩემი ხელით დავასახიჩრებდი. მე დღეს ვნახე შვილის სიკვდილი ჩემი თვალით. ყველაფერი კარგავს აზრს. ვხედავდი პატარა ცხედარს როგორ ეხუტებოდნენ დედა და მამა, თითქოს ცდილობდნენ გაეთბოთ პატარას სხეული და ტკივილი გაეყუჩებინათ. ამავე დროს ვხედავდი ქვად ქცეულ დედას, რომელსაც ვერაფერს ეტყოდი სანუგეშოს. ან რა უნდა გეთქვა?! ყველაზე საშინელი წამების, წუთების და საათის მომსწრე გავხდი. ღმუოდა ხალხი. ტიროდა, კიოდა, ყვიროდა... არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. ან როგორ შეიძლება ამ დროს შეძლო და რამე შეაფასო...“,- ამბობს თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კ

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!