იტალიელმა მხატვარმა უხილავი ქანდაკება „მე ვარ" 18,000$ გაყიდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სალვატორე გარაუმ თქმით, ქანდაკება ნამდვილად არსებობს და ის ენერგიისა, ძალისა და აზრებისგან არის შექმნილი. მის დასადგამად კი სახლში 1,5 მეტრის ფართობის გამოყოფაა საჭირო.
ქანდაკების ყიდვის დამადასტურებელი საბუთის სახით მყიდველს გადაეცა სერტიფიკატი, რომელიც მისი საკუთრების უფლებას ადასტურებს.