თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ორი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
ტრაგედიისას დაღუპული ბიჭები 20 წლის ირაკლი ქუთათელაძე და ასევე 20 წლის ნოდარ გულიაშვილი არიან. გავრცელებლი ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი ხუთივე ბიჭი ერთმანეთის მეგობარი და თანაკლასელი იყო. როგორც ცნობილია, ირაკლი ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის მეგობარი იყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ჟურნალისტი წერს.
”შვილი მარიტას ჯგუფელი და მეგობარი იყო. როგორ ხშირად და როგორ თბილად ახსენებდა ხოლმე მარიტა მის ირაკლის.
რამდენს ნერვიულობდნენ და როგორ ემზადებოდნენ ბოლო პროექტისთვის – როგორ იყიდეს ოქროს თევზი, მერე მთელი დღე როგორ ატარეს პარკში გამოკრული და ბოლოს უნივერსიტეტის აკვარიუმში მიუჩინეს ბინა. ” – წერს ჟურნალისტი.