ის ყოველთვის უცნაურად გრძნობდა თავს, თითქოს სხვის სხეულში ცხოვრობდა და ბავშვობიდან იქცეოდა ისე, როგორც გოგონა, ამის გამო კი თანატოლები დასცინოდნენ. მხოლოდ 17 წლის ასაკში გაირკვა, რომ მას ძალიან იშვიათი სახის ანომალია ჰქონდა.
როცა ბოსტონის (აშშ) მკვიდრი, მაიკი ჩენელი დაიბადა, იგი როგორც ჩვეულებრივი ბიჭი, ისე გამოიყურებოდა, მას ნორმალურად განვითარებული მამაკაცის გენიტალიები ჰქონდა. მაგრამ ის ადრეული ასაკიდანვე გრძნობდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო და მისი სქესი არ იყო "სწორი". მას ყოველთვის გოგონებისკენ მიუწევდა გული და იქცეოდა, მისივე სიტყვებით "ქალურად", ამისთვის კი ბავშვების დასაცინი ხდებოდა.