ცოტახნის წინ ანანურში დიდი ტრაგედია დატრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს გზაზე ჩაეძინა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა. სამწუხაროდ მძღოლმა შემდეგ საჭე ვეღარ დაიმორჩილა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით პოლიციის ორი თანამშრომელი დაზიანებებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სხვა დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.