საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს იმ ადამიანების გამოკითხვა, ვისაც ორი დღის წინ მომხდარ ტრაგედიასთან რაიმე შემხებლობა ჰქონდა. ძირითადად დღეს მეზობლები გამოიკითხნენ.
მათ დეტალურად გაიხსენეს თუ რა მოხდა ტრაგედიის ღამეს.
,,ვიცი, რომ გარაჟში ქეიფობდნენ და შემდეგ დაიწყო კონფლიქტი მკვლელსა და მოკლულებს შორის. ხმა არ გამიგია კონფლიქტის, პირდაპირ სროლის ხმა გავიგე“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.